აკუსტიკური გიტარის ამერიკელი ლეგენდა ოტიუმში კონცერტს გამართავს

      აკუსტიკური გიტარის ამერიკელი ლეგენდა, მსოფლიოს საუკეთესო ბლუზ აკუსტიკური გიტარისტების ტოპ ხუთეულში შესული კორეი ჰარისი 11 თებერვალს, ბლუზ ფესტივალის ფარგლებში ოტიუმში კონცერტს გამართავს.

 

  ბლუზის დრედებიანი ამბასადორი, საღამოს ქანთრი ბლუზის, რეგის, აფრიკული და კარიბული ეთნომუსიკის ჰანგებით შეავსებს და მსმენელს ბევრ თამამ და არასტანდარტულ ინტერპრეტაციებს შესთავაზებს.

 

    2003 წელს კორეი გადაიღეს ფილმში "Feel Like Going Home" რომლის რეჟისორიც არის მარტინ სკორსეზე. ფილმი ბლუზის განვითარების ისტორიას გვიამბობს..

კორეი მუსიკალურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის და მაკარტურის ფონდის სტიპენდიანტია.

 

  იგი სცენაზე ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად იდგა როგორებიც არიან: BB King, Tracy Chapman, Ali Farka, Taj Mahal, Buddy Guy, Henry Butler, R.L.Burnside, John  Jackson, Ali Farka Toure, Dave Mattews Band, Olu Dara, Wilco, Natalie Merchant

 

მსგავსი ღონისძიებები
ეს არის სტეფანეს  ბოლო საზაფხულო კონცერტი, აქედან გამომდინარე ძალიან გრანდიოზული იქნება
კლუბი/ლაუნჯი
2009 წელს ტრიომ პირველი LP “Moderat” გამოსცა და მომენტალურად დაიმკვიდრა თავი ელექტრონული მუსიკის ლეგენდებს შორის.
კლუბი/ლაუნჯი
მისი ნამუშევრები ჰაუსისა და ტექნოს საინტერესო სინთეზია, სადაც აქცენტი ძირითადად მელოდიურობასა და გრუვზე კეთდება.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები