ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარი “ყველაფერი ნაცნობობითაა” სანაცნობო ქსელის განვითარება

   მიუხედავად პიროვნული და პროფესიული განვითარების ეტაპისა, თითოეული ჩვენგანის მიზნების მისაღწევად კრიტიკულია სანაცნობო ქსელი და მისი წევრების დამოკიდებულება ჩვენს მიმართ.  

 

    “ყველას იცნობს”, “სადაც მიდის, ყველგან ნაცნობი ხვდება”, “2 წუთში აგვარებს ტელეფონით ყველაფერს”, “ყველაფრის საქმის კურსშია” ეს ფრაზები სწორედ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს ახასიათებს, უფრო ზუსტად კი, სწორედ იმათ, ვისი სანაცნობო ქსელიც საკმარისად განვითარებულია.   

 

ფრაზაში “ყველაფერი ნაცნობობითაა”, ჩვეულებრივ ნეგატიური ქვეტექსტი დევს, თუმცა, ამ სემინარზე, ჩვენ შევეცდებით გავიაზროთ, რომ ნაცნობობა მხოლოდ “ჩაწყობასთან”, ნეპოტიზმთან და ბიძაშვილ-მამიდაშვილობასთან არაა დაკავშირებული. ამ ნეგატიური გამოვლიბებების გარდა სანაცნობო ქსელის განვითარება გულისხმობს საჯარო ღონისძიებებზე (კონფერენციებზე, სემინარებზე, ტრენინგებზე) კოლეგებისა და სხვა ხალხის გაცნობას, სოციალურ ქსელებში აქტივობას, თქვენი ნააზრევის გამოქვეყნებას სხვადასხვა ფორმით, არსებულ ნაცნობებთან (ყოფილი თანამშრომლები, უნივერსიტეტის და სკოლის მეგობრები, მეზობლები და სხვა) ურთიერთობის შენარჩუნებას და განვითარებას.   

 

   ვისაუბრებთ იმის შესახებ, რომ სწორედ “ნაცნობობით”, ანუ პირად რეპუტაციაზე დაყრდნობით ხდება ორგანიზაციებში თანამშრომლების შერჩევა და დაწინაურება. “ნაცნობობით” ვენდობით სხვადასხვა კომპანიის მომსახურებას და პროდუქტებს. ნაცნობობით ვიღებთ რჩევებს, ვზრდით შვილებს და ვიღებთ უამრავ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას.   

ასეთი უკიდურესი მნიშვნელობის მიუხედავად, ბევრ ჩვენგანს სანაცნობო ქსელი განვითარება თვითდინებაზე აქვს მიშვებული იმის ნაცვლად, რომ მიზანმიმართულად იმოქმედოს და განივითაროს სანაცნობოს გაზრდა-გამყარებისთვის მნიშვნელოვანი უნარები.   

 

   დაესწარით 16 თებერვალს ალექსანდრე ჯეჯელავას სემინარს “ყველაფერი ნაცნობობითაა”, ხელახლა გაიაზრეთ სანაცნობო ქსელის განვითარების მნიშვნელობა, დაფიქრდით ძირითად პრინციპებზე და მიიღეთ აუცილებელი გადაწყვეტილებები.   

გარდატეხა თქვენი სანაცნობო ქსელის ზომაში და ხარისხში შეიძლება გადამწყვეტი გახდეს თქვენი სამომავლო განვითარებისთვის.

სემინარი ჩატარდება ბიზნეს ცენტრ ქარვასლაში (I სართული, საკონფერენციო სივრცე)

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება.
სხვა ივენთები
22 სექტემბერს "მწერალთა სახლში" თემურ ბაბლუანის წიგნის "მზე, მთვარე და პურის ყანა.მანუშაკა მელოდება" პრეზენტაცია გაიმართება
სხვა ივენთები
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2250 (UNSCR 2250) არის პირველი რეზოლუცია ახალგაზრდებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე.
სხვა ივენთები
“ოდინის შვილები” მოგვითხრობს, როგორ შეიქმნა სამყარო, როგორ იშვნენ ამ სამყაროში ღმერთები, გოლიათები, ადამიანები და სხვა ქმნილებები.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები