16 მარტს, კლუბში BASSIANI, ამსტერდამის საკლუბო სცენის გამორჩეული წარმომადგენელი, კლუბ TROUW-ის რეზიდენტი SANDRIEN და ადგილობრივი ტექნო სცენის მძიმეწონიანი არტისტი ZITTO დაუკრავენ.HOROOM-ის ოთახში, ფრანგი DJ და პროდიუსერი VITAL CORNET პროექტით RAAR დაუკრავს, რომელიც ესიდ ჰაუსს, LO-FI ჟღერადობას და ტექნოს აერთიანებს, მასთან ერთად წარდგება 2016 წლის ელექტრონავტი და საუკეთესო ტრეკის ნომინაციაში გამარჯვებული HAMATSUKI.