თბილისის მუზეუმების გაერთიანება - ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი ანანო სამსონაძის საჯარო ლექციას მასპინძლობს თემაზე: ,,ქართული სასცენო ქორეოგრაფიის სათავეებთან''.
ქართული საცეკვაო ხელოვნება მრავალსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს. ქართული ქორეოგრაფიის ისტორიაში XIX-XX საუკუნეების მიჯნა მიიჩნევა, სრულიად ახალი სასცენო-თეატრალური სივრცის ათვისების პერიოდად.
XIX საუკუნის I ნახევარში თბილისი მუსიკალურ-ლიტერატურული სალონებისა და საზოგადოებრივი საცეკვაო საღამოების სიმრავლით გამოირჩევა. პოპულარობას იძენს ევროპული ცეკვების სწავლება ,,ტანცკლასებში''. 1846 წელს იხსნება ,,ტფილისის საცეკვაო კლუბი'', მოგვიანებით, ,,საცეკვაო კურსები''.
ქართული საცეკვაო ხელოვნების სცენაზე გადასვლა ქართული თეატრის დაფუძნებას უკავშირდება.