"არტარეაში" ანკა გუჯაბიძის ფოტოგამოფენა „სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში“ გაიხსნა

        ახალგაზრდა ფოტოხელოვანის ანკა გუჯაბიძის საინტერესო და იდუმალებით მოცული ფოტოგამოფენა სახელწოდებით „სიკვდილი კოღოებს ზაფხულის დღეებში“ არტარეას ტერიტორიაზე გაიხსნა. 5-დან 9 ოქტომბრამდე თქვენ შეძლებთ ნახოთ სიცოხლისა და სიკვიდლის მუდმივი ბრძოლის ამსახველი და ლამაზი, მაგრამ ხანდახან უშნო ფორმებით დანახული ადამიანთა შინაგანი თუ გარეგანი სამყარო. ფოტოებზე სიცივესაც შეამჩნევდით, ომსაც. მოხუცთა თვალები დამთვარიელებლებს შველას თხოვდნენ. კოშმარული სიზმრებიდან დანახულ სახეებს არარელისტური სილამაზე და იდუმალება ემატებოდა.

      ფოტოები აგონიის გამომსახველ ელემენტებსაც შეიცავდა, თითქოს ფოტოს მოდელები უკვე გარდაცვლილთა სამყაროსკენ მიიწეოდნენ. განსაკუთრებით რელიგიური თემატიკის ფოტოებმა მომხიბლა. იდუმალება ღვთაებრიობასაც დაემატა. ჯვრის ფორმის ბოძთან მდგარი ცხენი საზოგადოებას ნამდვილად დააფიქრებდა ცხოვრებაზე. ლამაზი იყო ფოტო სადაც ხის ფორმის ტაძარი იყო გამოსახული. თითქოს ავტორმა ამით თემატიკა შეცვალა და სიცოცხლეც შესძინა რამდენიმე საშიშ და დეპრესიულ სახეს.

 

       ავტორი ლამაზ და ამავდროულად ბნელ ფოტოებს საინტერესო სახეს აძლევს. ფოტოები მეტყველია და დამაფიქრებელი. ავტორის ნიჭი მისი შემოქმედებიდან მძაფრად ჩანს. ეს სიურრეალიზმის, მისტიკის, სილამაზის, შიშის, სიკვდილის და სულიერების გასაოცარი ნაზავია.

 

                                                             ავტორი: რატი ონიანი

მსგავსი ღონისძიებები
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა უმასპინძლებს გამოფენას „ტიციანი − ფერთა ოსტატი: ღვთისმშობელი ყრმით“.
გამოფენა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გივი თოიძის 85 წლის საიუბილეო რესტროსპექტულ გამოფენას
გამოფენა
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 100-მდე ექსპონატი, როგორც ფერწერაში ასევე ორიგინალურ ჟანრში შესრულებული ნამუშევრები.
გამოფენა
აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველადაა წარმოდგენილი.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები