„არტჰაუსის“ კომპლექსში მდებარე ბარ-ლაუნჯ „პუბლიკაში“ ახალგაზრდა ჯაზმენის პაპუნა შარიქაძის კონცერტი გაიმართება

     15 ივნისს, „არტჰაუსის“ კომპლექსში მდებარე ამერიკულ ბარ-ლაუნჯ „პუბლიკაში“, ახალგაზრდა ჯაზმენის, პაპუნა შარიქაძის კონცერტი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ პაპუნა შარიქაძე ჯერ კიდევ “ბერკლის“ უნივერსიტეტის სტუდენტია, მას დაუკრავს ისეთ ცნობილ და აღიარებულ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან: დანილო პერესი, ჯონ პატიტუჩი და ტერი ლინ კერინგტონი.

 

ამჯერად, პაპუნა ქართველი მსმენელის წინაშე ბექა გოჩიაშვილთან, დათო ევგენიძესთან, გიორგი ბერიშვილთან, გრიგოლ ყიფშიძესთან, სოფო ბათილაშვილთან, ლაშა აბაშმაძესთან და გიო კაპანაძესთან ერთად წარსდგება. ისინი ერთად მიულოცავენ პაპუნას 21-ე დაბადების დღეს.

ფაქტობრივად, ეს იქნება ჯაზმენების რინგი, სადაც თითოეული მუსიკოსი საკუთარი იმპროვიზაციით წაიყვანს საღამოს. შესაბამისად, მსმენელს დაუვიწყარი შოუ ელოდება. 

 

პაპუნა შარიქაძის კონცერტი პროექტ Publica Talks- ის ფარგლებში იმართება და მისი მიზანია, საზოგადოებას არტისტებზე ინფორმაცია არასტანდარტული ხერხებით მიაწოდოს, რაც შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებს გულისხმობს.

რაც შეეხება ბიზნეს-ცენტრ „არტჰაუსს“, ეს არის პირველი მულტიფუნქციური „ქლაბ-ჰაუსი საქართველოში“, რომლის მიზანია, აღმოაჩინოს ახალგაზრდა, ნიჭიერი არტისტები და ხელი შეუწყოს მათ განვითარებაში.

 

კონცერტი 21:00 საათზე დაიწყება. 

 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
KHIDI-ს რეზიდენტი ორი იტალიელი პროდიუსერის, ტურინელი Sergio Pace-ისა და Vincenzo Ferramosca-ს ტექნო პროექტი, რომლის 2014 წელს მათივე დაფუძნებულ ლეიბლ Old and Young-ზე გამოიცა.
კლუბი/ლაუნჯი
1992-დან 1996 წლამდე ასოცირდებოდა ყოველკვირეული ჰაუს, გარაჟ და დისკო ღამეებთან ჰააგის LA D.S. კლუბში.
კლუბი/ლაუნჯი
HOROOM-ის ოთახში, ნიდერლანდების საუკეთესო სელექტორი დუო DEKMANTEL SOUNDSYSTEM, ვეტერან კალიფორნიელ DJ - SOLAR-თან ერთად B2B დაუკრავს.
კლუბი/ლაუნჯი
7 ოქტომბერს კლუბ "უღრან ტყეში - In The Dense Forest"-ში DJ-ები 1925 ,REVERIE და b2b DJ IS TYPING თავიანთ სეტებს დაუკრავენ.
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები