არ გვიხდიან, არ გადავიხდით?! - თუმანიშვილის თეატრის სცენაზე

რადგან ფასებმა პროდუქტებზე ისევ იმატა, ანტონიამ და მის მეზობლად მცხოვრებმა დიასახლისმა სახლს ქვემოთ მდებარე სუპერმარკეტის გაძარცხვა განიზრახეს. ამ გაწამაწიაში ანტონია გადაეყრება მეგობარ მარგერიტას, რომელიც მას ნაძარცვი სურსათ-სანოვაგის სახლში მიტანაში მიეშველება. სახლში მოულოდნელად ჯოვანიც ბრუნდება- ანტონიას მეუღლე — როგორც აღმოჩნდა, საქმეები კარგად არც იმ ქარხანაში მიდის, სადაც კაცი მუშაობს. ანტონიამ იცის, რომ ჯოვანიზე საზოგადოებრივი აზრი და ტელევიზია დიდ გავლენას ახდენს, ამიტომ პროდუქტებს გადამალავს და ამით დიდ გაუგებრობაში აგდებს ქმარს. ლუიჯი, ჯოვანის თანამშრომელი, მეგობარი და ამასთან, მარგერიტას ქმარი, ანტონიას სახლში ატეხილ აყალმაყალს უერთდება, რომელშიც ვინ და რა აღარაა ჩართული, მათ შორის, რეალურად და არარეალურად არსებული პერსონაჟები და საგნები: პაპი, სამგლოვიარო მანქანის მძღოლი, ორი ექიმი, ოთხი პოლიციელი, სანტა ეულალია და მისი მოხუცებული ქმარი, დაფეხვილი სატვირთო მანქანა, პოლიტიკოსი, ორი დირექტორი და ერთ-ერთი მათგანის მამა. სწორედ ამ აყალმაყალში იშვება და ვითარდება დარიო ფოს ყველაზე სოციო-პოლიტიკური და ყველაზე სურეალური კომედია.

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი.

 

ბილეთის ფასი 10 ლარი. 

მსგავსი ღონისძიებები
ფსიქოლოგიურ დრამაში ჩაპეკის პერსონაჟები მშვიდობისთვის იბრძვიან
თეატრი
აქვს თუ არა ადამიანს უფლება იყოს ოჯახის საყვარელი ცხოველი? გადაიქცევა კი იგი კატად?
თეატრი
სპექტაკლის გმირები სამშობლოს ტოვებენ, ბრუნდებიან, კარგავენ და პოულობენ...
თეატრი
ამ პიესიდან, როგორც სარკიდან, ისე მოჩანს არისტოფანე, დანტე, და ასე განსაჯეთ, ჩეხოვიცა და ბრეხტიც კი
თეატრი
კვირის ღონისძიებები