აქტუალური მუსიკის ფესტივალი კონცერტი 30 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო კონცერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება.
ამ სახელწოდების ფესტივალი საქართველოში პირველად 2005 წელს ჩატარდა. მისი ორგანიზატორები ანა კრაიერი, მანანა ახმეტელი, თამრიკო კორძაია, ფელიქს პროფოსი და რეზო კიკნაძე გახლდნენ. იმავე წელს გადაწყდა, რომ ფესტივალი, სადაც სხვადასხვა ეროვნების, თაობის, ტრადიციის, განსხვავებული ესთეტიკის, სტილის და ტექნოლოგიური აზროვნების მუსიკოსები იკრიბებიან, ტრადიციად უნდა ქცეულიყო.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ ფესტივალის პროგრამას: 30.09.2018, 19:00 თბილისი, კონსერვატორიის მცირე დარბაზი, გრიბოედოვის ქ. №8
დიტერ ამანი (*1962 / შვეიცარია): „après le silence“ საფორტეპიანო ტრიოსთვის (2005)
მარტინ იაგი (*1978 / შვეიცარია): „KÔRD I“ სოლო ალტისთვის (2017)
კარლო ჩიჩერი (*1978 ): „კრიტერიუმები“ ამპლიფიცირებული სიმებიანი ტრიოსათვის (2014)
თომას ვალი (*1981 / ავსტრია) : „...jusqu'à l'aurore...: Caprice (IV) bleu“ საფორტეპიანო კვარტეტისთვის (2012) ***პიტერ კონრადინ ცუმტორი (*1979 / შვეიცარია), სოლო დასარტყამი საკრავებისათვის
მორტონ ფელდმანი (1926–1987 / აშშ): „Five Pianos“ ოთხი ფორტეპიანოს, ჩელესტასა და მოზუზუნე შემსრულებლებისთვის (1972)
Mondrian Ensemble (შვეიცაროა):ივანა პრისტასოვა, ვიოლინოპეტრა აკერმანი, ალტიკაროლინა ომანი, ჩელოთამრიკო კორძაია, ფორტეპიანო
პიტერ კონრადინ ცუმტორი, დასარტყამი საკრავები (შვეიცარია)
ნინო კასრაძე ,ფორტეპიანო (საქართველო)ნინო ჟვანია, ფორტეპიანო (საქართველო)თამარ ჟვანია,ფორტეპიანო (საქართველო)მარიამ აბრამიშვილი, ფორტეპიანო (საქართველო)