ახმეტელის თეატრში "ორი ვოდევილი სიყვარულზე" პრემიერაა

  ახმეტელის თეატრში "ორი ვოდევილი სიყვარულზე" პრემიერაა,  რომელიც წარმატებულმა ესტონელმა რეჟისორმა კალევ კუდუმ კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის ორი ყველაზე პოპულარული ვოდევილის „დათვი" და „ხელის თხოვნა" მიხედვით ახლებური, თანამედროვე და განსხვავებული ინტერპრეტაცია ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელა.

 

კლასიკოსი დრამატურგის ანტონ ჩეხოვის პიესები დღემდე აღელვებს და იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რეჟისორებს, ქორეოგრაფებს, კომპოზიტორებს. მისი ნაწარმოებების მიხედვით ქმნიან სპექტაკლებს სხვადასხვა ჟანრში, რომელიც გარდა იმისა, რომ დიდი პოპულარობით სარგებლობს ფართო მაყურებელში, სვამს და ეხმიანება ჩვენთვის დღემდე აქტუალურ და მარადიულ პრობლემებს. მისი მცირე ფორმის პიესები, რომლებსაც ექსპერტები ვოდევილებსაც უწოდებენ, დღემდე იდგმება მსოფლიოს სხვადასხვა თეატრის სცენაზე.

 

ახმეტელის თეატრში ესტონელი რეჟისორის დადგმული სპექტაკლი ქართველი მსახიობების მონაწილეობით მაყურებელს სიცილთან ერთად, ბევრ საფიქრალსაც მოგვრის.

მსგავსი ღონისძიებები
წარმატებულ ბიზნესმენ პეტერ ეგერმანს ძალიან უყვარს თავისი ცოლი, თუმცა მზადაა ნებისმიერ წამს მოკლას
თეატრი
მისი თქმით, სპექტაკლ ”ასტიგმატისტების” გმირები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ. ყველაფრით უკმაყოფილო ბაბუა ცდილობს ოჯახური ტრადიციები დაიცვას.
თეატრი
20 სექტემბერს "The Tiger Lillies"- მა მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე გასაოცარი შოუ გამართა.
თეატრი
20,21,29 და 30 სექტემბერს მოძრაობის თეატრში "ასტიგმატისტების" პრემიერა გაიმართება.
თეატრი
კვირის ღონისძიებები