"ბავშვთა ფსიქოლოგის დღიურები" - წიგნის პრეზენტაცია

ყველა ამბავი და ისტორია, რომელსაც წიგნი აერთიანებს, ემყარება ავტორის პრაქტიკას, საკუთარ შვილთან და სხვა ბავშვებთან ურთიერთობის საფუძველზე დაგროვილ პირად გამოცდილებას. წიგნში საუბარია პოზიტიური აღზრდისა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობის შესახებ. წიგნი წარმოადგენს ერთგვარ ექსპერიმენტს, მოხდეს მეცნიერული და მხატვრული ლიტერატურის სინთეზი, რათა პოპულარული ენით იყოს მისაწვდომი ყველა დაინტერესებული მშობლისთვის ბავშვის ფსიქოლოგიის საკითხები.

დასწრება თავისუფალია, პრეზენტაცია გაიმართება ინტერაქტიურ რეჟიმში, წიგნები აღნიშნულ პრეზენტაციაზე გავრცელდება უფასოდ.

პრეზენტაციის მიზანია ბავშვთა პოზიტიური აღზრდის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ცნება - "პოზიტიური მშობლობის" პოპულარიზება, ბავშვთა ემოციური მხარდაჭერის და განმავითარებელი გარემოს შექმნის შესახებ საუბრების ინიცირება და შესაბამისი აქტივობების პრაქტიკაში დანერგვა, ასევე კვლევაზე დაფუძნებული მტკიცებულებების გავრცელების ხელშეწყობა.

პრეზენტაცია გაიმართება წიგნის მაღაზიაში "შაქრო ბაბუა", ჭავჭავაძის #17ბ,

მსგავსი ღონისძიებები
დისკო წვეულება - ჩაიცვი რამე ფერადი
სხვა ივენთები
22 ოქტომბერს წარმატებული ახალგაზრდა კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე "სტრატეგია და კრეატივი რეკლამაში".
სხვა ივენთები
მთვარის დაბნელება, რომელიც ამ საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი იქნება.
სხვა ივენთები
მსოფლიოს ერთ-ერთი წამყავნი ბრენდი Calvin Klein -ი საქართველოს ბაზარზე გამოჩნდა. თავდაპირველად ბრენდი Calvin Klein Jeans - ის ლეიბლით წარსდგება და ამასთანავე ფეხსაცმლისა და აქსესუარების სრულ სპექტრს წარადგენს
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები