ბეტ ჰარტი იპოდრომის პარკში იმღერებს

ბეტ ჰარტი 18 ნოემბერს საქართველოში უკვე მესამედ ჩამოვა. მომღერალი კონცერტს თბილისში ძველი იპოდრომის პარკში გამართავს.

კონცერტამდე კი ქართველ მსმენელს ვიდეომიმართვას უგზავნის.

„ახლახან შევიტყვე, რომ მალე ვიქნები საქართველოში. არადა მეგონა, რომ ეს ერთი წლის შემდეგ უნდა მომხდარიყო, ამიტომ აღტაცებული ვარ. ახლა ვარ პრაღაში, დღეს შოუ გვაქვს. ასე რომ, 18 ნოემბერს იპოდრომზე, ჩვენ ვიქნებით თბილისში, საქართველოს დედაქალაქში. ძალიან მიხარია, რადგან თქვენ ყოველთვის საუკეთესო ხართ“, – მიმართავს ბეტ ჰარტი ქართველ მსმენელს.

ბეტ ჰარტი თბილისს „ალტერ ვიჟენ ჯგუფის“ მუსიკალური სერიების ფარგლებში ესტუმრება.

მსგავსი ღონისძიებები
ბრიტანელმა ვარსკვლავმა მსოფლიო ტურნე საქართველოში გამართული კონცერტით დაასრულა.
კონცერტი
კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება აუტიზმის ეროვნული ცენტრის პროექტირებას.
კონცერტი
ნორმანის ჩაშლილი კონცერტის ბილეთები სრულად ანაზღაურებულია
კონცერტი
7 დეკემბერს , 8 საათზე ნიაზ დიასამიძე და 33 ა თბილისის ივენთ ჰოლში იმღერებს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები