„რეპრესიები საქართველოში“- ამ სახელწოდების გამნოფენას ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონი 24 ოქტომბრიდან მასპინძლობს.
აღსანიშნავია, რომ რეპრესიებიდან 80 წლის გასვლის შემდეგ ექსპონატების დიდი ნაწილი საზოგადოებას პირველად წარედგინება, რამდენადაც გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რეპრესირებულთა ოჯახების მიერ არქივისთვის გადაცემული უნიკალური დოკუმენტები და ნივთები.
ექსპოზიციაზე მისულ დამთვარიელებელს ფოტომასალის, წერილობითი დოკუმენტებისა და მემორიალური ნივთების საშუალებით წარმოდგენა შეექმნება 1920-30-იან წლებში საქართველოში გატარებული რეპრესიების მასშტაბსა და შინაარსზე.
გამოფენის დათვალიერება თავისუფალია.