„გერმანული რომანტიზმი“ - კამერული მუსიკის კონცერტი თბილისის კონსერვატორიაში გაიმართება

12 დეკემბერს 19:00 საათზე გერმანიის საელჩოს ორგანიზებით თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება კლასიკური მუსიკის კონცერტზე „გერმანული რომანტიზმი“, რომელიც საქართველო-გერმანიის 2017 წლის ფარგლებში ჩატარდება. ქართველი პიანისტი ანანო გოკიელი და გერმანელი ჩელისტი კონსტანტინ ჰაიდრიხი შეასრულებენ ბეთჰოვენის, ბრამსის, შუმანისა და მენდელსონის რჩეულ ნაწარმოებებს.

კონსტანტინ ჰაიდრიხმა სახელი გაითქვა, როგორც Fauré კვარტეტის ჩელისტმა. მას მსოფლიოს სხვადასხვა წარმატებულ ორკესტრთან ერთად აქვს გამართული კონცერტები და თავისი მუსიკალური მიღწევებისათვის მიღებული აქვს რამდენიმე მუსიკალური ჯილდო, როგორც კვარტეტთან ერთად, ასევე როგორც სოლისტს. გარდა ამისა ჰაიდრიხი არის ბერლინის ხელოვნების აკადემიის პროფესორი ვიოლონჩელის განხრით.

ანანო გოკიელი საქართველოში გაიზარდა და ბავშვობიდანვე ეზიარა მუსიკას. იგი სწავლობდა გლაზგოში და ბერლინში და თავისი მუსიკალური დამსახურებებისათვის მასაც ბევრი პრემია აქვს მიღებული, მაგალითად 2009 წელს „საუკეთესო პიანისტის“ წოდება პაულა სალომონ ლინდბერგის სიმღერების კონკურსზე. 2013 წლიდან ისიც ბერლინის ხელოვნების აკადემიაში მოღვაწეობს.

კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები
6 ოქტომბერს რესტორან "Doors"- ში ლელა წურწუმია კონცერტს გამართავს.
კონცერტი
KayaKata Live კონცერტი Spacehall-ში
კონცერტი
ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად "ევროპის მოედანზე" ჩაატარებს კონცერტს
კონცერტი
იოჰანეს ბრამსი - უნგრული ცეკვა #5ტომაზო ალბინონი - Adajio, ენდრიუ ლოიდ უებერი - „ოპერის მოჩვენება” , ჯონ უილიამსი - თემა კ/ფ „შინდლერის სია”, უვე ბერკემერი - „დონი ქეზარი"
კონცერტი
კვირის ღონისძიებები