"გიკი გოგოს" ავტორი, ჰოლი სმეილი, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია.

 

  ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის ჰოლი სმე­ი­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რი „გიკი გოგო“ ის წიგ­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ თი­ნე­ი­ჯერს შე­აყ­ვა­რა კი­თხვა, მათ შო­რის ქარ­თველ მო­ზარ­დებ­საც.

ავ­ტო­რის საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის მო­ლო­დინ­შიც რამ­დენ­ჯერ­მე დად­გა რიგი თბი­ლი­სის წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­თან. სულ ახ­ლა­ხანს ითარ­გმნა "გიკი გო­გოს" მე­ხუ­თე ნა­წი­ლიც, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L”-მა გა­მოს­ცა და რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­აც 1-ელ ივ­ნისს „ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში“ გა­ი­მარ­თა. 31 მაისს ჰოლი სმე­ი­ლი ფა­ნებ­თან შე­სახ­ვედ­რად თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, "პა­ლიტ­რა L”-ის სტენდთან მი­ვი­და, სა­დაც მას უამ­რა­ვი მკი­თხვე­ლი დახ­ვდა.

 

 

"31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით მეოცედ ტარდება თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალი, სადაც პალიტრა ლ არის წარმოდგენილი ყველაზე დიდი სტენდით. გვაქვს ძალიან ლამაზი გაფორმებები და  დახლებზე საინტერესო სიახლეები გვაქვს გამოტანილი, მაგალითად, აუდიო-წიგნები. ასევე გამოტანილი გვაქვს საქართველოს რუკა, რომელიც ივნისის თვიდან იქნება გაყიდვაში. ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული პროდუქტი არის გიკი გოგოს მე-5 წიგნი, რომლის ავტორი არის ბრიტანელი მწერალი ჰოლი სმეილი. პალიტრა ლ-მა  მკითხველის მხრიდან განსაკუთრებული სიყვარულის გამო გადაწყვიტა ჩამოეყვანა ავტორი საქართველოში. 31 მაისს ჰოლი სმეილი ესტუმრა წიგნების საერთაშორისო ფესტივალს, შეხვდა მკითხველს, გასცა მათ კითხვებს პასუხები და დაარიგა ავტოგრაფები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჰოლი სმეილი თავის მკითხველს 1 ივნისს გალერეა ბიბლუსშიც შეხვდა, სადაც ჩაატარა მე-5 წიგნის პრეზენტაცია." - ჰყვება თაკო ახვლედიანი, პალიტრა ლ-ის მარკეტინგის მენეჯერი. 

 

 

ჰოლი სმე­ილ­მა პირ­ვე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი 2013 წელს და­წე­რა, რა­საც უზარ­მა­ზა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა მო­ზარ­დე­ბის მხრი­დან. მალე "გიკი გოგო" ბრი­ტა­ნე­თის #1 ბესტსე­ლე­რი გახ­და. ავ­ტო­რი და მისი გა­მომ­ცე­მე­ლი HarperCollins უამ­რავ წე­რილს იღებ­და მო­ზარ­დე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც წერ­დნენ, რომ წიგ­ნის წა­კი­თხვის შემ­დეგ მათი ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. ნელ-ნელა ის­წავ­ლეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და სა­კი­თხებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლად შე­ხე­დეს. ბრი­ტა­ნეთ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ წიგ­ნი მალე მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რა­დაც იქცა. გა­ი­ყი­და მისი მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი. ითარ­გმნა 23 ენა­ზე. ჰო­ლის მი­ღე­ბუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ჯილ­დო, რო­მელ­თა შო­რის არის Waterstones Children’s Book Prize-ისა და Leeds Book Award -ის ჯილ­დო­ე­ბი.

აღსანიშნავია, რომ თავად ჰოლი სმეილი, რომელიც ბრისტოლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული  მეცნიერებების ბაკალავრია, თინეიჯერობის პერიოდში, საკუთარი გმირის მსგავსად, მოდელად მუშაობდა.

ავტორმა „გიკი გოგოზე“  ცხრა წიგნი გამოსცა, რომელთაგანაც ბოლო „გიკი მუდამ“ 2017 წელს გამოვიდა.

 

 

მსგავსი ღონისძიებები
23 სექტემბერს მთაწმნიდის პარკში, ტკბილეულის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალი
რა სახის გასართობ ღონისძიებებზე შეძლებთ დასწრებას თბილისობის დღესასწაულზე? (სრული სია, ღონისძიებებისა სადაც შეძლებთ გართობას 6 და 7 ოქტომბერს)
ფესტივალი
2018 წლის ღონისძიება ერთდღიანი საპრეზენტაციო იქნება, სადაც ქართველი მსმენელი Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless მოუსმენენ.
ფესტივალი
დეტრა ფარი საუკეთესო ბლუზის ქალ ვოკალისტად არის აღიარებული ჩიკაგოში.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები