გლინტვეინ წვეულება და საახალწლო ბაზრობა

ცხელი გლინტვეინი, საახალწლო ბაზრობა და საუბრები მკითხველებთან - ეს არის ის სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც "ქალები საქართველოდან" მკითხველთან შეხვედრას გამართავს.

 

„ქალები საქართველოდან“ გეპატიჟებათ ყველა მკითხველს, შაბათს 30 დეკემბერს, განახლებული მზიური კაფეში. ეს ის შემთხვევაა, როც ერთი წლის მუშაობა თქვენ, მკითხველებმა უნდა შეაფასოთ. გაუზიარეთ სხვებს თქვენი იდეები და შეთავაზებები. 

 

ან უბრალოდ ესტუმრეთ იმ ქალების გასაცნობად, რომლების ისტორიებს მთელი წლის განმავლობაში კითხულობდით. ეს ქალები 30-ში წინასაახალწლო ბაზრობაში მიიღებენ მონაწილეობას. 

 

აქ შეხვდებით: მანანა ბოლქვაძეს თავისი ეკო თაფლით აჭარიდან; ბაია აბულაძეს და მისი მარნის ღვინოს დააგემოვნებთ; ნინო ანდრიაძეს და მის სიახლეს ქალრთულ ბაზარზე თხილის, ნუშისა და მიწისთხილის პასტას; ციცინო შენგელიას ხის ხელნაკეთი სუვენირებით; ნუნუ ბებოს ხელნაკეთ თოჯინებს; ლია ტაბატაძე და სოციალური საწარმო „ბაბალე“; მაია ბიძინაშვილი „ნუკრიანის სახელოსნოების“ შექმნილ ნამუშევრებს დაგახვედრებთ

პანკისელი ქალები კი წინა საახალწლო სუფრისთვის საჭირო პროდუქტებსა და ხელნაკეთ ნივთებს ჩამოგიტანენ. 

 

მათ, ვინც აქამდე ვერ მოახერხა „ქალები საქართველოდან“-ის წიგნისა და ჩანთის შეძენა, წვეულებაზე მიეცემა ამის შესაძლებლობა.

 

გლინტვეინზე ორგანიზატორები გეპატიჟებთ!

 

მსგავსი ღონისძიებები
ცოცხალი მუსიკის ფონზე, ღონისძიებაზე სტუმრებს გაუმასპინძლდება ღვინის კომპანია Georgian Sun და იტალიური კაფე Piatto • პიატო.
სხვა ივენთები
დაუკრავენ: GIO SHENGELIA, L8, SJAL
სხვა ივენთები
სადმე რამე ხდება? ყველაზე აქტუალური კითხვა
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები