15 აპრილის, სიყვარულის დღეს, გორან ბრეგოვი საქართველოს ეწვევა. აჩუქე საყვარელ ადამიანს მელოდიის, ტრფობისა და ენერგიის დაუვიწყარი დღესასწაული! მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორისა და მუსიკოსის საუნტრეკები გამორჩეულია და შთამბეჭდავი.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს მამაკაცური ხიბლი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერა ემატება; ასე იქმნება შოუ, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ ტოვებს ცარიელ ადგილს საკონცერტო დარბაზებში; გასულ ზაფხულს, „ბლექსი არენამ“ მისი თაყვანისმცემელი ძლივს დაიტია. კონცერტს დაახლოებით 10 000 მაყურებელი დაესწრო. წელს კი ის თბილისში, სპორტის სასახლეში გამართავს კონცერტს.
გაითვალისწინეთ, რომ კონცერტამდე 2 კვირით ადრე ბილეთის ფასი გაძვირდება.
ბილეთების გაყიდვა დაიწყება 25 იანვარს 12:00 საათზე.