დღეს, 20 ნოემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ლევან ბერძენიშვილი თავის შეხვედრას „წიგნებს“ ახალ, ცოცხალ ფორმატში წარმართავს.
შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და მისი თემა იქნება ''გულაგის ლიტერატურა''.
ლექცია საგანმანათლებლო პროექტ "ვიცის" ფარგლებში ხორციელდება. 12 ოქტომბრიდან ყველა „ვიციში“ ჩართულ უნივერსიტეტში, საინტერესო ადამიანების, ამბებისა და წიგნების მოგზაურობა დაიწყო, რომლის მსმენელი და აქტიური მონაწილე „ვიციში“ ჩართულ ყველა სტუდენტს შეუძლია გახდეს.
დასწრება თავისუფალია.