დავით გაბუნიას კომედია "ბეჩავი" სამეფო უბნის თეატრში დაიდგმება. 30 წლის სოსო პატიოსანი, მშრომელი კაცია, მაგრამ მისი ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ ერექციის პრობლემები აქვს. თამამი, ახალგაზრდული კომედია თანამედროვე ქართულ რეალობას გვერდიდან უყურებს - როგორ გვაიძულებს საზოგადოება შევესაბამებოდეთ მამაკაცურობის შესახებ მიღებულ წარმოდგენას და რა ბრძოლის გადატანა უწევს გმირს ამ იდეალთან მისაახლოვებლად.
მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლიმხატვარი: ქეთი ნადიბაიძე მუსიკა: ერეკლე დეისაძემონაწილეობენ: გაგა შიშნაშვილი, კატო კალატოზიშვილი, მაგდა ლენაბიძე, იაკო ჭილაია.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 70 წუთი