16 დეკემბერს მუსიკისა და დრამის თეატრში დავით ხორბალაძის სპექტაკლი "წყურვილი" გაიმართება.
რეჟისორი მსახიობებთან და მხატვართან ერთად ქმნის ყოფით, ნატურალისტურ გარემოს, რომელშიც ნამდვილ ფიზიკურ ტკივილებსა და ამავე დროს უკიდურესად აბსტრაქტულ შეგრძნებებს ერთმანეთს უპირისპირებს. სწორედ ამ გადაკვეთაზე იქმნება ის უძრავი წერტილი, სადაც სიცოცხლე დახუთული და გაშეშებულია, სადაც სიყვარული, როგორც წყევლა ყველაფერს თან სდევს და შლის, ანაწევრებს, იმ უსასრულო ჯოჯოხეთად აქცევს, რომელშიც არსებობა მხოლოდ ტკივილის შეგრძნებით დასტურდება.