ედგარ ალან პოს მოჯადოებული სასახლე მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება

     "The Tiger Lillies"  სრულიად უჩვეულო სამწევრიანი ჯგუფია. მათი მუსიკა საოპერო ჟანრის, ბოშური სიმღერებისა და პარიზის მარცხენა სანაპიროს გასაოცარი ნაზავია, მაგრამ ის, რაც ამ ჯგუფს სხვა დანარჩენებისგან მართლაც გამორჩევს, უმძლავრესი ემოციური მუხტია და შესრულების უშუალოება, ,,დაუმუშავებელი“, ველური ვნება. შავი იუმორის ამ დიდოსტატების მუსიკალურ წამორდგენებში ,,გრძნობათა შეურაცხყოფას“ უსაზღვრო სინაზით აღფრთოვანება მოსდევს. მათი მუსიკა პირქუშია, შავი იუმორით გაჯერებული, პერვერსიულად მშვენიერი - ხოლო მისი ჟანრის განსაზღვრა შეუძლებელია. უკანასკნელ შოუში ჯგუფს ედგარ ალან პოს ,,მოჯადოებული სასახლე“ შემოაქვს - მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური ექსტრავაგანსა - ,,თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.

 

ხანგრძლივობა: 90 წუთი, ბილეთები: პარტერი - 70, 60 ლარი |, აივანი - 35, 25 ლარი.

მსგავსი ღონისძიებები
2 დეკემბერს, დავით დოიაშვილის სპექტაკლი "ფსკერზე"   მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება.
თეატრი
სპექტაკლს მიღებული აქვს თეატრალური პრემია ”დურუჯი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის
თეატრი
სამი მსახიობის მიერ გათამაშებული ღიმილის მომგვრელი „ფსიქოლოგიური კომედია“ თანამედროვე ხელოვნებაზე.
თეატრი
დამდგმელი რეჟისორი: რობერტ სტურუა
თეატრი
კვირის ღონისძიებები