"ედიტ პიაფის" თბილისური პრემიერა თუმანიშვილის თეატრში

19,20 დეკემბერს 20:00, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის "ახალი სცენა" და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის ერთობლივი კო-პროდუქციის თბილისური პრემიერა შედგება. ნინო სადღობელსვილის პიესის მიხედვით, რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ "ედიტ პიაფი" დადგა.

ნინო სადღობელაშვილის პიესა ედიტ პიაფის უკანასკნელ დღეებზეა. ლეგენდარული ფრანგი მომღერლის ფსიქოლოგიური მდგომარეობა თანაბარ წილად ირეკლავს ლანდებსა და რეალურ ადამიანებს, ერთ ნიჭსა და მეორე ნიჭს მის ბიოგრაფიაზე, ბედზე, ცხოვრებაზე გვიამბობენ.

რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ უთუოდ სწორი არჩევანი გააკეთა, როცა ბათუმის "ახალ სცენაზე" გადაწყვიტა ამ პიესის დადგმა; ედიტ პიაფი ხომ იმ რანგის შემოქმედია, ვისი ცხოვრებაც ყველა დროში, ნებისმირ ქვეყანაში იქნება საინტერესო მაყურებლისთვის.

მსგავსი ღონისძიებები
დამდგმელი რეჟისორი: რობერტ სტურუა
თეატრი
ემილი სიკეთის,სამართლიანობისა და მეგობრობისათვის მზად არის იბრძოლოს მაშინაც კი, როდესაც უფროსებმა შეიძლება ვერ გაუგონ და დასაჯონ ...
თეატრი
პიესებში გაშიშვლებულია ის, რაზეც ხმამაღლა არ ლაარაკობენ, მხოლოდ შინაგანად ატარებენ და განიცდიან
თეატრი
სპექტაკლს საფუძვლად დაედო დიდი იაპონელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, იასუნარი კავაბატას რამდენიმე მოთხრობა, ციკლიდან „ხელისგულისოდენა მოთხრობები“.
თეატრი
კვირის ღონისძიებები