25, 27, 28 სექტემბერს და 2, 4, და 6 ოქტომბერს "წიგნის სახლი ბახტრიონზე" - ში " სალონური საუბრები გაიმართება. საღამოებს წარუძღვებიან სხვადასხვა პროფესიის ცნობილი და საინტერესო ადამიანები: ლიტერატორები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. სასაუბრო თემები იქნება:
25 სექტემბერს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა ისაუბრებს, თემაზე „ემოციური ინტელექტი" (2 ოქტომბერს განმეორებით 20:00 საათზე). ;
27 სექტემბერს გელა ჩარკვიანის და პროფესორ თინათინ ბოლქვაძის სასაუბრო თემა: „სტალინი, ნიკო მარი, არნოლდ ჩიქობავა - დისკუსია ენათმეცნიერების საკითხებზე“ იქნება;
28 სექტემბერს პროფესორი მარინე ჩიტაშვილი ისაუბრებს თემაზე "არაცნობიერი";
4 ოქტომბერს ლევან ბერძენიშვილი ილაპარაკებს თემაზე „ჰარუკი მურაკამი და თანამედროვე იაპონური მწერლობა“;
6 ოქტომბერს ლევან გიგინეიშვილი ისაუბრებს "რეალობა და პოლიტკორექტულობა, კონფლიქტი"-ზე;
ხოლო 6 და 7 ოქტომბერს "აზროვნების აკადემიის" საკვირაო სკოლა 5-დან 17 წლამდე ახალ სეზონს გახსნის.
ღონისძიებებზე რეგისტრაცია ამ ლინკიდანაა შესაძლებელი: https://goo.gl/6RGjYi
ერთ შეხვედრაზე დასწრების საფასურია 30 ლარი.
ფასში შედის: ჩაი, ყავა, პიცა, ღვინო, ნამცხვარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591123696