"ეუჰაკი" კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჰაკათონს ჩაატარებს

  გარკვეული პაუზის შემდეგ "ეუჰაკი" 30 მარტს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში ჩაატარებს მორიგ ჰაკათონს. ჰაკათონი გაგრძელდება სამი დღის განმავლობაში (30-31-1). მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სასწავლო დაწესებულების მოსწავლესა თუ სტუდენტს.

 

მათთვის ვინც პირველად იღებს მონაწილეობას:

  ჰაკათონი არის 48 საათიანი მარათონი, სადაც ელექტრო ინჟინრები, პროგრამისტები, თამაშის დეველოპერები და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები მუშაობენ სხვადასხვა პროექტებზე. იცნობენ ერთმანეთს და უზიარებენ გამოცდილებას. გარდა ამისა, ჰაკათონის პარალელურად გაიმართება საინტერესო tech talk-ები, სადაც საშუალება გეძლევათ მოისმინოთ სხვადასხვა ტექნოლოგიური სიახლეები. 

 

რეგისტრაცია გაგრძელდება 27 მარტის ჩათვლით - სარეგისტრაციო ფორმა  

მსგავსი ღონისძიებები
ლექციის დროს მოხდება ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან ვიზუალური მაგალითების დემოსტრაცია და ანალიზი.
სხვა ივენთები
ტრენერები : სალომე საბელაშვილი, ქეთი ჟვანია - ტაისონი.
სხვა ივენთები
15:00 საათიდან Neverland - ნევერლენდი-ის ზღაპრის გმირები, შოუ წამყვანები, ანიმატორები, ასევე, დრამერები და ოჩოფეხები იზრუნებენ თქვენი განწყობის შექმნაზე.
სხვა ივენთები
წარმოგიდგენთ მენტორებს, რომელთა დახმარებითაც მალე ინოვაციური მედიაპროდუქტები შეიქმნება.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები