ახალგახსნილ ადგილას, რომელიც არ არის ჩვეული საგამოფენო სივრცე და არის კაფე — შეხვედრებსა და ყველნაირი ცოდნის გაზიარებაზე ორიენტირებული ადგილი — ერთი თვით წარმოდგენილი იქნება 9 სხვადასხვა ვიზუალური ხმა, ახლად შექმნილი მიდგომა.
ეს ექსპოზიცია არის ახალი თაობის პასუხი ძალიან მარტივ კითხვაზე — როგორ გავიცნოთ ერთმანეთი და როგორ ვიყოთ ერთად, თუნდაც მოკლე ხნის განმავლობაში? ‘სკოლა’ ასევე ამ ახალგაზრდა სამყაროსა და ერთი შენობის სახელოსნოებში შექმნილი ნამუშევრების გაცნობის საშუალებას იძლევა. ექსპოზიციის ერთგვარი აღწერა და გაგრძელება “სკოლის” სპეციალურად დაბეჭდილ პუბლიკაციაში ხდება. სულ ახალი ‘ზინი’ ამ დიალოგს სხვა ფორმატში გამოსცემს.
პროექტი წარმოადგენს ექსოპოზიციას, რომლითაც შექმნილია საერთო, საზოგადოებრივი და თანამედროვე სიტუაცია; გვიჩვენებს როგორ ხდება ბუნებრივი და არა-ბუნებრივი ურთიერთობა ადამიანებსა და მოვლენებს შორის.
არტისტები:
ანასტასია ახვლედიანი ,სალომე ჩიგილაშვილი ,შოთიკო აფციაური ,ლაშა შველიძე ,გიორგი გელაძე ,ლიზა ცინდელიანი ,სალომე ჯოხაძე ,ანა ჯიბლაძე ,თომა აქიმიძე.
ყველა მონაწილის გამოფენილი ნამუშევრები შექმნილია არტისა და დიზაინის სკოლის სწავლების პროცესში.