16 დეკემბერს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი გამოფენა-გაყიდვა, სტარტაპ ექსპო! მულტიფუნქციურ სავაჭრო სივრცეში სხვადასხვა ინდუსტრიის დამწყები და წარმატებული მეწარმეები გაერთიანდნენ. თავისუფალმა სივრცემ, მუსიკამ, კვების და სასმლის კუთხეებმა საქართველოში პირველ, ალტერნატიული სავაჭრო სივრცე შექმნეს, რომელიც ორიენტირებულია დამწყები მეწარმეების პოპულარიზაციაზე და არსებული ბიზნეს ეკოსისტემის შეცვლაზე.
" ძალიან კარგი გარემოა და საჭირო ღონისძიებაა დამწყები მეწარმეების წასახალისებლად. თითოეული აქ წარმოდგენილი სტენდი ულამაზესია, საინტერესო იდეები და პროდუქტები აღმოვაჩინე. მიხარია რომ ვიღებ მონაწილეობას start up მარკეტში." -ანი არველაძე.
გამოფენა 17 დეკემბერსაც გაგრძელდება და მთელი დღის განმავლობაში, მსურველებს საშუალება ექნებათ, ექსპო ჯორჯიაში დაათვალიერონ მცირე მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტები.