ვინ არის ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები პირველი ბილეთის მფლობელი

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში საქართველოს 2018 წელს ეწვევა. კონცერტი 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს, მიხეილ მესხის სახელობის (ლოკომოტივის) სტადიონზე გაიმართება. მომღერალი და კომპოზიტორი სიმღერებს მისი ბოლო ალბომიდან „Afterlove“ შეასრულებს. ღონისძიების ორგანიზატორია ახალი საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live.

ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები პირველი ბილეთის მფლობელი ცნობილია - 18 წლის ნუცა ბაქრაძე, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიძღვნილ ფესტივალის შესახებ ინფორმაცია, სოციალურ ქსელში, მისივე ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან შეიტყო. მისთვის განსაკუთრებით საყურადღებო საკონკურსო კითხვა აღმოჩნდა: მოიფიქრე პირველმა რომელი სოლო შემსრულებელი იმღერებს 26 მაისს! უბრალოდ დაელოდა სასურველ დროს და ის იღბლიანი აღმოჩნდა, რომელმაც პირველმა ამოიცნო ფოტოზე საყვარელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი.

„ვსწავლობ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე. თავისუფალ დროს ვატარებ მეგობრებთან და ვუსმენ მუსიკას. საკმაოდ, იღბლიანი ვარ მართლა, რადგან ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთის მფლობელი გავხდი. ხშირად მიმართლებს სოციალურ ქსელში მიმდინარე გათამაშებებში. .პირდაპირ ეთერში ვუყურებდი გამარჯვებულის გამოვლენას და ძალიან გამიხარდა კონკურსში გამარჯვება, ჯეიმს ბლანტი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მომღერალია და ხშირად ვუსმენ. გავიხსენებდი სიმღერებს Don't give me those eyes,Bartende... ნამდვილად, ბედნიერი ვარ, რომ მის კონცერტს დავესწრები,“ – აღნიშნავს ნუცა ბაქრაძე, რომელიც ჯეიმს ბლანტის კონცერტისთვის უკვე ემზადება.

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური მიზანები და 2018 წელს რამდენიმე მსოფლიო ვარსკვლავის მოწვევას გეგმავს, რომლებიც საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან. როგორც კომპანიაში აცხადებენ საკმაოდ აქტუალური და მუსიკალური წელი გველის. Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

მსგავსი ღონისძიებები
21 ოქტომბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში თურქი მომღერლის რაფეტ ელ რომანის კონცერტი გაიმართება
კონცერტი
კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმობა გია იაშვილის პროექტს „ოპერა-ფანტაზია“ -პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის.
კონცერტი
3 მარტს ერთ სცენაზე იდგებიან - მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლები
კონცერტი
19 მაისს, Black Sea Arena 2018 წლის სეზონის გახსნაზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები