ვინ იმღერებს 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ფესტივალზე?

ქართულ ბაზარზე საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live შემოდის, რომელიც ქვეყანაში პირველი ფესტივალის ორგანიზებას 2018 წლის 26 მაისს გეგმავს. ამის შესახებ ცნობილი სულ ახლახანს შექმნილი ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან ხდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სპეციალურად ამ დღისთვის მათ მოიწვიეს მსოფლიო დონის ყველასთვის საყვარელი და პოპულარული მომღერალი და დარწმუნებულები არიან, რომ ეს ინფორმაცია მელომანებისთვის ძალიან სასიამოვნო იქნება. კონკრეტულად ვინ იმღერებს 26 მაისს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგეთ, ოფიციალურ განცხადებას კომპანია 29 ნოემბერს გეგმავს. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. კომპანიის მიზანია, დაგეგმოს და განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

მსგავსი ღონისძიებები
მთაწმინდის პარკში მთავარ მოედანზე ჩატარდება ფესტივალი, რომელსაც ასაკის განურჩევლად ყველა ელოდება.
ფესტივალი
ბრი­ტა­ნე­ლი მწერ­ლის ჰოლი სმე­ი­ლის თა­ნა­მედ­რო­ვე ბესტსე­ლე­რი „გიკი გოგო“ ის წიგ­ნია, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ თი­ნე­ი­ჯერს შე­აყ­ვა­რა კი­თხვა
ფესტივალი
ორდღიან ღონისძიებაზე გაიმართება სხვადასხვა სახის კულინარიული კლასები, საშუალება გექნებათ დააგემოვნოთ განსხვავებული ეთნიკური კერძები, მოუსმინოთ გამომსვლელებს, რომლებიც მოგვიყვებიან ჩვენი ქვეყნის გასტრონომიულ თავგადასავალზე.
ფესტივალი
დეტრა ფარი საუკეთესო ბლუზის ქალ ვოკალისტად არის აღიარებული ჩიკაგოში.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები