თამამი გამოფენა და მხატვრობით გადმოცემული ემოციები

   ანა კუტალაძე ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, გოგონა, რომელმაც ემოციებზე ხმამაღლა საუბარს,ხატვა არჩია, ჰობი საყვარელ საქმედ აქცია,ფანტაზიას საზღვრები მოაშორა და ჩვენამდე ძალიან საინტერესო ნამუშევრები მოიტანა.

 

შენს ნახატებში ქალები დომინირებენ. როგორ გახდნენ ისინი მთავარი პერსონაჟები და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

 

   მიმაჩნია, რომ საქართველოში ქალი ხშირად მეორეხარისხოვან როლშია, შესაბამისად მინდა, რომ ჩემ შემოქმედებაში  იყვნენ მთავარ როლში და ჩემი ემოციები გადმოვცე მათი მეშვეობით. ალბათ თითქმის ყველა ნახატის უკან მე ვდგავარ, ჩემი კონკრეტული განწყობებით. ადამიანები სხვადასხვა საშუალებებს ირჩევენ საკუთარი გრძნობების, ემოციების, ფიქრების და პროტესტის გამოსახატად, მე ხატვა ავირჩიე. ეს ის არის, რასაც ბავშვობიდან ვაკეთბ და ყველაზე მეტად მიყვარს და მაბედნიერებს. მინდა, რომ ჩემმა ნახატებმა პირველ რიგში ემოცია მიიტანონ ადამიანებამდე და შემდეგ შეაფასონ ჩემი ხატვის ნიჭი და ტექნიკა.

 

რა ამბის მიტანა გინდა შენი ნახატებით საზოგადოებისთვის?

 

   ადამიანები ხშირად საკუთარ თავს ხედავენ ნახატებში. როცა შენს ემოციას ჩადებ და ვიღაც საკუთარ თავს დაინახავს, სწორ ადრესატამდე მივა... როცა სხვაში დაინახავ იმას, რაც შენც გაწუხებს, თითქოს მხარდაჭერას გრძნობ. ხვდები, რომ მარტო არ ხარ. ჩემი კონკრეტული სტილი მაქვს არჩეული, რომლითაც ვხატავ ყველაფერ ნამდვილს, ანუ იმ ამბებს გიყვებით, რაც ყველას ცხოვრებაში ყოველდღიურად გვხვდება. ძირითადად ჩემი პერსონაჟები გიყვებიან ისტორიებს სიყვარულზე, ურთიერთობებზე, მარტოობაზე, ტკივილზე, შიშზე, ძალადობაზე, სექსუალურ ურთიერთობებზე. ჩემი აზრით ყველა ქალი თავისებურად განსაკუთრებული და ლამაზია და მე ძალიან მსიამოვნებს მათი მეშვეობით თქვენთვის ჩემი და არა მარტო ჩემი ამბების მოყოლა.

 

მოგვიყევი ანას ისტორია, როგორც ამ შენი ნახატის ერთ-ერთი პერსონაჟის?

 

     მეც, როგორც ყველა ქალს ჩემი წილი ცხოვრება და ისტორიები მაქვს. მეც  ბევრ ემოციებს ვატარებ ყოველდღე ჩემთან ერთად და მინდა, რომ ისევე როგორც ყველას ჩემი გარეგნობით, ხასიათით, თვისებებით მქონდეს უფლება ვიყო ის, ვინც მე მინდა და ამის გამო არასდროს გავხდე განსჯის საგანი.

 

ახლა ანას მომავალი მოგვიყევი, რა გეგმები აქვს?

 

    ამ ეტაპზე კიდევ ერთ გამოფენას ვგეგმავ და ძალიან ვღელავ მიუხედავად იმის რომ ეს არ არის პირველი და რაც შეეხება მომავალს, ანას გეგმებშია, რომ ისევ ბევრი ხატოს, ისევ ბევრი გამოხატოს და კიდევ მეტი გამოფენა გააკეთოს, როგორც საქართველოში ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ. მაგალითდ ამ ეტაპზე რამოდენიმე გალერეასთან მაქვს ლოს ანჯელესში მოლაპარაკება და ვაპირებ ჩემი გამოფენების სხვადასხვა სერიების გაკეთებას. ასევე ჩემი შემოქმედებით დაინტერესდა ძალიან კარგი კანადური ჟურნალი, რომელიც ძალიან შეუწყობს ხელს ჩემს სამომავლო გეგმებს.

მსგავსი ღონისძიებები
"ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები.
გამოფენა
„იყო და არა იყო რა“ - ცნობილი ფრაზა საბავშვო ზღაპრებიდან აჩვენებს ლიდერების ბავშვურ ფანტაზიებს
გამოფენა
გამოფენა მოიცავს 27 ფოტოს, რომელთაგანაც 18 განეკუთვნება წყალტუბოს მცხოვრებთა ან დამსვენებელთა პირად კოლექციებს და 9 ფოტო წყალტუბოს რაიონული მუზეუმის არქივებს.
გამოფენა
სპეციალურად ამ დღისთვის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა იმუშავებს 22:00 საათამდე, ხოლო ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს 19:30-დან 21:30 საათამდე.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები