საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თამარ ნიკურაძის წიგნ „ციგრიტის“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნში აღწერილია 21-ე საუკუნის დაავადება, რომლის გამომწვევი მიზეზები და საიდუმლო გამოსავალიც ამ წიგნშია.
ღონიძიებაზე მოწვეული სტუმრები უშუალოდ გახდებიან საინტერესო ექსპერიმენტის მონაწილენი. კერძოდ, წიგნის „პაციენტები“ და თავადვე გამოცდიან წიგნის მკურნალობის ეფექტს.
„წაიკითხე და აიცილე დაავადება“ - აცხადებს თამარ ნიკურაძე. დაავადება როგორ უნდა ავიცილოთ და რისთვისაა საჭირო აცრა, „ციგრიტის“ ავტორისგან შეიტყობთ.
ღონისძიებას უმასპინძლებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე.