„თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში"

საქართველოს ეროვნული მუზეუმი, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოფენას „თამაშის მდგომარეობა: ხელოვნება საქართველოში 1985-1999 წლებში".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 80-90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე იმ 24 არტისტის შემოქმედება, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს პოსტსაბჭოთა საქართველოს რთული პერიოდის სახელოვნებო პროცესისა და ვიზუალური ხელოვნების გარდაქმნაში. ეს ხელოვანები არიან: გია ეძგვერაძე, გურამ წიბახაშვილი, ვახო ბუღაძე, თეა გვეტაძე, თემო ჯავახიშვილი, ილიკო ზაუტაშვილი, კარლო კაჭარავა, კოკა რამიშვილი, კოტე სულაბერიძე, კოტე ჯინჭარაძე, ლევან ჭოღოშვილი, ლია შველიძე, ლუკა ლასარეიშვილი, მაია ნავერიანი, მაია ცეცხლაძე, მალხაზ დათუკიშვილი, მამუკა ჯაფარიძე, მამუკა ცეცხლაძე, მიშა გოგრიჭიანი, მურთაზ შველიძე, ნიკო ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, უშანგი ხუმარაშვილი და ქეთი კაპანაძე.

ექპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება გურამ წიბახაშვილის მიერ შექმნილი ამავე პერიოდის ამსახველი ფოტოდოკუმენტაცია.

გამოფენის ფარგლებში, მოწვეულნი არიან 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა რეგიონის ხელოვნების თემატიკაზე მომუშავე უცხოელი ხელოვნების კრიტიკოსები და კურატორები: ბერალ მადრა და ვიქტორ მიზიანო, რომლებიც გაგვაცნობენ კვლევას ხელოვნების გლობალური ტენდენციების შესახებ.

გამოფენის ფარგლებში, ასევე გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ქართველი ხელოვანების შემოქმედებით პროცესებს ასახავს. ფილმი მომზადდა გერმანია-საქართველოს წლის ფარგლებში და, პირველ ეტაპზე, 3 ხელოვანის შემოქმედებაზე მოგვითხრობს - კოკა რამიშვილი, ქეთი კაპანაძე, მამუკა ჯაფარიძე.

პროექტი თანამედროვე ხელოვნების გალერეა ხორციელდება კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

მსგავსი ღონისძიებები
დაიმშვენეთ და დაამშვენეთ თქვენი საახალწლო განწყობა ულამაზესი ხელნაკეთი სათამაშოებით თუ ხელოვნების ნიმუშებით.
გამოფენა
მუზეუმის 3 დარბაზში გამოიფინება 2 ცნობილი არქიტექტურული დინასტიის - ქურდიანებისა და ბიომების  საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი
გამოფენა
გამოფენა 17 დეკემბერსაც გაგრძელდება და მთელი დღის განმავლობაში მსურველებს საშუალება ექნებათ ექსპო ჯორჯიაში დაათვალიერონ მცირე მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტები.
გამოფენა
ფერწერამ მამუკა ცეცხლაძე ბავშვობიდანვე გაიტაცა. ხშირად დადიოდა მუზეუმებში და აკვირდებოდა ტექნიკას, რომლითაც შექმნილი იყო ესა თუ ის ნამუშევარი.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები