გუგენჰაიმის მუზეუმი ესპანეთში, ბასკეთის დედაქალაქ ბილბაოში მდებარეობს. შენობა დეკონსტრუქტივიზმის სტილშია აგებული, რომელიც ხასიათდება ბრტყელი ზედაპირის სიმცირით და ფრაგმენტულობით. ნაგებობის სტრუქტურა, ტიტანის ფირფიტებითა და მინის პანელებით, მომავლის ინფრასტრუქტურის შეგრძნებას გვიტოვებს. მუზეუმი 1997 წელს გაიხსნა და მალევე, მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობად დასახელდა.
ჯერ კიდევ მანამ, სანამ მუზეუმის კარებს შეაღებთ და დაათვარიელებთ 11 ათას კვადრატულ მეტრ სივრცეზე გადანაწილებულ 19 გალერეას, მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი არტისტის ნამუშევარის ნახვის შესაძლებლობა გეძლევათ, მაგალითად, Louise Bourgeois-ის ნამუშევრის, ბრინჯაოს უზარმაზარი ობობის.
ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჯეფ კუნსის მიერ შექმნილი ფერადი ყვავილებით მორთული გიგანტური ძაღლი, რომელიც გუგენჰაიმის მუდმივ კოლექციაში შედის. ჯეფ კუნსი თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი არტისტია.
გუგენჰაიმის შენობა, თავისი ორგინალური და განსხვავებული კონსტრუქციის დამსახურებით, მარტივად ექცევა ყურადღების ცენტრში, თუმცა არანაკლებ შთამბეჭდავია მუზეუმში გამოფენილი ნამუშევრები. საგამოფენო სივრცეში ტრადიციულ ფერწერულ ნამუშევრებს მრავლად იხილავთ, მაგრამ აქცენტი უფრო ინსტალაციებსა და სკულპტურებზე კეთდება. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიები ერწყმის ხელოვნებას და იცვლება შემოქმედებითი პროცესიც. ნეო-მოდერნისტულ მუზუემში ისეთ მედიუმებში შეგიძლიათ იხილოთ ნამუშევრები, როგორებიცაა: ფილმი/ვიდეო, ფოტოგრაფია, ინტერნეტ არტი და სხვა.
მუზეუმის კოლექციაში შედის მარკ როთკოს, ივ კლაინს, ენდი უორჰოლს, კლიფორდ სტილის, ჯეფ კუნსის, რიჩარდ სერასა და სხვა ცნობილი არტისტების ნამუშევრები.
რიჩარდ სერა, "The matter of time"
მარკ როთკო, Untitled
ივ კლაინი, Large Blue Anthropometry
მუზეუმის დაარსების დღიდან ბილბაო უფრო აქტიური ტურისტული ზონა გახდა. ბასკეთში მოხვედრის შემთხვევაში გუგენჰაიმის მუზეუმი არის ის ადგილი, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ.
თათა ბერაძე