24 თებერვალს ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში გაიმართება კამერული მუსიკის კონცერტი, რომელიც ეძღვნება ცნობილი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებას. მაყურებლის წინაშე წარსდგება კამერული ანსამბლი "Georgia Modern", რომელიც თანამედროვე მუსიკის აქტიურ პოპულარიზაციას ეწევა. ამ კონცერტისთვის ვაჟა აზარაშვილმა საგანგებოდ შექმნა რამდენიმე ახალი ნაწარმოები. კონცერტის მხარდამჭერია საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ცენტრის სალაროში ყოველ დღე 12:00 - 18:00საათამდე.