თბილისი Fuckup Nights უერთდება - ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები იწყება არასწორი გადაწყვტილებებით

რა არის Fuckup Nights?

 

Fuckup Nights არის გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერია, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარ პროფესიულ Fuckup-ს ფართო აუდიტორიას უზიარებს. ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც გაფუჭდა, პროდუქტი რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს.

 

Fuckup Nights მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 80 ქვეყანასა და 250 ქალაქში მიმდინარეობს.

 

Fuckup Nights არის ყველასთვის, მეწარმეებისთვის, ბიზნესმენებისთვის, აღმასრულებელი დირექტორებისთვის, მენეჯერებისთვის, შემოქმედებითი პროფესიონალებისთვის, სტუდენტებისთვის,  ვისაც სურს ისწავლოს სხვის შეცდომებზე, დრო გაატაროს კარგ გარემოში ლუდთან და საინტერესო ადამიანებთან ერთად.

 

ღონისძიების სპიკერები არიან ადამიანები, ვინც არ დანებდა, განიცადა მარცხი, ისწავლა, გააგრძელა მოძრაობა და მზად არის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

 

ზოგჯერ საუკეთესო ისტორიები იწყება არასწორი გადაწყვტილებებით!

 

მოემზადეთ, ყველაზე Fuckup ბისზნესისტორიების მოსასმენად. 13 აპრილს, 19:00 საათზე, ფაბრიკაში 

 

ჭკვიანი საკუთარ შეცდომებზე, ბრძენი კი სხვის შეცდომებზე სწავლობს.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
შეხვედრას წარუძღვება ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა.
სხვა ივენთები
პროექტის მიზანი 10 საუკეთესო ქართული ღვინის გამოვლენა და პოპულარიზაციაა, როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
სხვა ივენთები
2 წლიანი პაუზის შემდეგ ერთადერთი ჟურნალი ქართულ კინემატოგრაფზე FilmPrint ბრუნდება.
სხვა ივენთები
პროექტის _ „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების კიდევ ერთხელ გააზრება.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები