თბილისს ცნობილი შვეიცარელი არქიტექტორი – პიერ დე მერონი ეწვევა

  თბილისის არქიტექტურის ბიენალე მოხარულია უმასპინძლოს ცნობილ შვეიცარელ არქიტექტორს – პიერ დე მერონს.

პიერ დე მერონი არქიტექტურული ოფისის Herzog & de Meuron-ის თანადამფუძნებელია. იგი დაიბადა ბაზელში 1950 წელს და არქიტექტურული განათლება შვეიცარიის ტექნოლოგიების ინსტიტუტში (ETH Zurich) ალდო როსისთან და დოლფ შნებლისთან ერთად მიიღო.

1977 წელში იყო პროფესორ დოლფ შნებლის ასისტენტი. 1978 წელს პიერ დე მერონმა ჟაკ ჰერცოგთან ერთად დააარსა საკუთარ კომპანია. 1994 წლიდან ის მოწვეული პროფესორია ჰარვარდის უნივერსიტეტში. ასევე 1999 წლიდან ასწავლის ETH ციურიხში.

ის არის ბაზელის ETH სტუდიოს თანადამფუძნებელი. 2001 წელს პიერ მერონმა და ჟაკ ჰერცოგმა პრიცკერის პრემია მოიპოვეს, ხოლო 2007 წელს იაპონიის საიმპერატორო პრემია არქიტექტურაში.

 

 

ამჟამად მათი ოფისი 400მდე თანამშრომლით არის დაკომპლექტებული, რომლებიც 50-ზე მეტ პროექტს ახორციელებენ მსოფლიოს მასშტაბით. მათი ოფისებია ჰამბურგში, ლონდონში, მადრიდში, ნიუ იორკსა და ჰონგ-კონგში. მათი პროექტები მოიცავს როგორც პატარა კერძო სახლებს ისე ურბანული დიზაინის პროექტებს.

 

 

ღონისძიება ორშაბათს 23 ივლის შედგება და ხორციელდება კუნსტჰალე თბილისის და არტარეას მხარდაჭერით.

დასაწყისი 19:00 სთ-ზე.

მოხსენება ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

მისამართი: დოდო აბაშიძის 10, Artarea/Tv2.0

მსგავსი ღონისძიებები
მათი პროექტი მედიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და ამ სფეროს წარმომადგენლებს სამუშაო პროცესს როგორ გაუმარტივებდა.
სხვა ივენთები
პროექტი ორ ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა, რომელშიც 250 000-მდე ადამიანი ჩაერთო და− 23 ღვინის დასახელებიდან 10 აირჩიეს. ხმას აძლევდნენ როგორც ონლაინ და ბეჭდურ მედიაში, ასევე ფესტივალებსა და საჯარო თავშეყრის ადგილებზე გამართულ ბრმა დეგუსტაციებზე.
სხვა ივენთები
ფილტვის კიბო, ავტოავარია და მილიონობით საბრალო ალკოჰოლიკი იმაზე უფრო დიდი ფაქტია, ვიდრე დანტეს დროს ჯოჯოხეთის არსებობა იყო.
სხვა ივენთები
ორივე რომანი მოულოდნელობებითაა აღსავსე და ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები