თბილისში პირველად დიდი მულტიმედიური გამოფენა „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა” გაიმართება

   2018 წლის 6 მარტს, 18:30 საათზე საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით  თბილისის ისტორიის მუზეუმში  (ქარვასლა) გაიმართება დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა სახელწოდებით „გენიალური დილეტანტები:  80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა“.

 

"გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში" გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენაა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში  წარმოდგენის შემდეგ საქართველოში პირველად ჩამოვა.  ეს დიდი ინტერაქტიულ-მულტიმედიური გამოფენა, რომელიც თავისი კონცეფციითა და ფორმატით განსახვავებულია, 7 მუსიკალური ბენდისა და როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფების და დიზაინერების ნამუშევრების ფონზე სუბკულტურის ფართო მასშტაბს ასახავს. გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურისადმი მიძღვნილი გამოფენა ინტერვიუებით, ვიდეო და ფოტომასალებით, მოსასმენი აუდიოტექსტებით, პუბლიკაციებით, პლაკატებითა და ექსპონატებით არის გამდიდრებული და შესაბამისად, ასეთი მდიდარი პრეზენტაციით დამთვალიერებელს თემატიკაში ფართო შესავალს სთავაზობს.

 

„გენიალური დილეტანტები“ არის განზრახ შეცვლილი დასახელება** ერთი კონცერტისა, რომელიც 1981 წელს ბერლინში არსებულ ერთ-ერთ არენაზე „ტემპოდრომი“ ჩატარდა და ხელოვნების აღზევების ხანმოკლე პერიოდს აღნიშნავს. სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტირებისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენების ტენდენცია, განსაკუთრებით ხელოვნების ინსტიტუტების წრეებში  იყო ძლიერი. ამავე დროს, აქცენტი შესუსტდა სახელოვნებო ოსტატობაზე და სივრცე თავისუფალ ექსპერიმენტებს დაეთმო. გალერიების, ჟურნალების, კლუბების აღმოცენება და მუსიკის თავისუფალი პროდუცირება თანმხლები კონცერტებით იმ ახალი ეპოქის დადგომაზე მიუთითებდა, რომელიც ხელოვანთა ავტონომიითა და ექსპერიმენტული მიდგომების პოპულარიზაციით გამოირჩეოდა. მუსიკის ტექსტებში ინგლისური ენა გერმანულით ჩანაცვლდა, რითაც მაშინდელი პროტაგონისტები მეინსტრიმულ მიმართულებებს გაემიჯნენ და რევოლუციური სლოგანებით რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყეს. ხმამაღალი პროტესტითა და მიზანმიმართული პროვოკაციებით ალტერნატიული ხელოვნების წრეებმა საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვეს.

**იგულისხმება სიტყვა „დილეტანტები“. გერმანული მართლწერით Dilletanten წერია ორი „ლ“-თი, ორი „ტ“ მაგივრად.

 

გოეთეს ინსტიტუტის ორგანიზებით დიდი მულტიმედიური გამოფენა „გენიალური დილეტანტები:  80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა“ თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა)  27 მარტამდე  გაგრძელდება.

 

გამოფენის კურატორი: მატილდე ვეე, გოეთეს ინსტიტუტი/მიუნხენი

გამოფენის  კონცეფცია: მატილდე ვეე და დოქ. ლეონჰარდ ემერლინგ, გოეთეს ინსტიტუტი/მიუნხენი

 

15 მარტს 16:00 საათზე თბილისის ისტორიის მუზეუმში  გაიმართება შეხვედრა გერმანელ ვიზუალურ არტისტ და კომპოზიტორ  რობერტ ლიპოკთან, რომელიც ამ დიდი გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე არტისტია. 18:00 საათზე კი  CES-ში (Creative Education Studio, ფაბრიკა) რობერტ ლიპოკი ჩაატარებს ვორკშოპს „when the music doesn’t need visuals art all“ (Creative Education Studio) სტუდიის სტუდენტებისათვის.

 

ხოლო იმავე ღამეს, 23:00 საათზე ის შეასრულებს „ლაივს“ ღამის კლუბ „Café Gallery“-ში. ბილეთები გაიყიდება „Café Gallery“-ის სალაროში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:

 გოეთეს ინსტიტუტი, გამოფენის PR-მენეჯერს მზეხა მახარაძეს 593 59 28 72

ინფორმაცია ვებგვერდზე

მსგავსი ღონისძიებები
13-დან 20 სექტემბრამდე დედაქალაქში, ყოველწლიური "Tbilisi Photo Festival 2018" გაიმართება.
გამოფენა
ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის, როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ ნამუშევრებს.
გამოფენა
ახალგაზრდა მხატვრების მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები სრულად შესრულებულია სამხატვრო აკადემიაში ბოლო წლებში აღდგენილ კერამიკის სტუდია-სახელოსნოში და მათი უმეტესობის შესაქმნელად წარმატებით გამოყენებულია ადგილობრივი, ენდემური წარმოშობის თიხები.
გამოფენა
გამოფენა მოიცავს 27 ფოტოს, რომელთაგანაც 18 განეკუთვნება წყალტუბოს მცხოვრებთა ან დამსვენებელთა პირად კოლექციებს და 9 ფოტო წყალტუბოს რაიონული მუზეუმის არქივებს.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები