საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზიის გახსნას უამრავი ადამიანი დაესწრო, რომლებიც დილის შვიდი საათიდან უცდიდნენ თავიანთ რიგს, რათა თავის საყვარელ მაღაზიაში ეშოპინგათ.
სპეციალურად მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად ბრენდს დაწესებული ჰქონდა პრიზები 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათები, რომლებიც პირველ მეორე და მესამე სტუმარს ერგოთ წილად, მომდევნო 1000 სტუმარი კი 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათებით დასაჩუქრდნენ. გარდა ამისა დღის მანძილზე მაღაზიის ყველა სტუმარს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე.
200-ლარიანი ვაუჩერი მიიღო ბიჭმა, რომელიც ხალხმრავალ რიგში პირველი იდგა.
"გალერია თბილისში" ბრენდის მაღაზია სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული.