თეა ინასარიძის მეორე წიგნის "მეცხრე ფლიგელი" პრეზენტაცია ექსპო ჯორჯიაში გაიმართება

   2 ივნისს, 12:20 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის სცენაზე გაიმართება თეა ინასარიძის - "მეცხრე ფლიგელის" - წიგნის წარდგენა, მოდერატორი - ტორესა მოსი.

 

ავტორი ჟურნალისტი და marao.ge-ის რედაქტორი თეა ინასარიძეა. 10 წლის იყო, როდესაც შარლოტა ბრონტეს „ჯეინ ეარი“ წაიკითხა და ის ემოციები დღემდე არ ავიწყდება. უყვარდა მაინ რიდის, ჟიულ ვერნისა და სხვათა სათავგადასავლო რომანები. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა დღიურს აწარმოებდა და დრო ამით გაჰყავდა. არადა, რთული პერიოდი იდგა - უშუქობა, ქაოსი და, რაც ნიჭიერი ადამიანისთვის აუცილებელია - უინტერნეტობა. დღიურების შემდეგ თავისი ცხოვრების საინტერესო ეპიზოდებისა და თავგადასავლების წერას შეუდგა, მაგრამ არავის აკითხებდა.

 

დაახლოებით 15 წლის იქნებოდა, წერის სერიოზულმა სურვილმა რომ "შეაწუხა". ეს ის დრო იყო, თსუ-ში, სარეჟისორო ფაკულტეტის მოსამზადებელ კურსზე რომ ჩააბარა. რეჟისურის საფუძვლებს ლევან კიტია ასწავლიდა და აბიტურიენტებს საინტერესო დავალებებს აძლევდა. როცა თეა თავის ნაწერს წაიკითხავდა, ლექტორს ხშირად ეცინებოდა. ერთხელ შავი კომედია დაწერა, იუმორით მოთხრობილი თრილერი. ამაზე ბევრი იცინეს და თეას ხუმრობით „ტარანტინოც“ კი შეარქვეს.

 

მერე მიხვდა, რომ მის მიერ დაწერილს რაღაც აკლდა... და ეს რაღაც სიმძაფრის ნაკლებობა იყო. გადაწყვიტა, დაეწერა ისეთი ისტორია, რომლის წაკითხვა სხვებსაც დააინტერესებდა... ასე დაიბადა პირველი მოზრდილი ნოველა, „ღამურების სახლი“ - ფანტასტიკა მისტიკის ელემენტებით. წერის პროცესში აღმოაჩინა, რომ ეს ჟანრი მისთვის ძალიან ახლობელი იყო.

სწორედ ლევან კიტიას უმადლის, რომ წერა შეუყვარდა და კალამი ხელში "მყარად უჭირავს".

„ოცდამეხუთეს ეფექტი“ (რომანი, დეტექტივი); „ლაბირინთი“ (რომანი, დეტექტივი); „მდუმარე სასტუმრო“ (რომანი, დეტექტივი, ფენტეზი, მისტიკის ელემენტებით) და „ღამურების სახლი“ (ფანტასტიკა მისტიკის ელემენტებით). ასევე, რამდენიმე ნოველა, მათ შორის - სათავგადასავლო, სახელწოდებით „თამაში“ (რეალითი შოუს ელემენტებით) - მისი შემოქმედების არცთუ მცირე ჩამონათვალია.

 

იდეა კი მოდის და მოდის. ყოფილა შემთხვევა, საინტერესო სიზმარი გამხდარა მისი ინსპირაციის წყარო, არც ფანტაზიას უჩივის, ამ მხრივ საკმაოდ "მდიდარია". სანამ ძილი ეწვევა, ბევრს ფიქრობს, ძალიან ბევრს. ათასნაირი სიუჟეტი უტრიალებს თავში, თანამიმდევრობას ალაგებს, მერე რაღაც არ მოეწონება და შეცვლის, მერე უცებ ახალი იდეა გაჩნდება - ჩახლართვის, მოულოდნელობის ეფექტით, ახლა იმას დაამუშავებს... ბევრჯერ ისეთი შემთხვევაც ყოფილა, კარგი იდეა მოსვლია, მაგრამ ადგომა დაზარებია, რათა ჩაეწერა. დილით კი ვეღარ გაუხსენებია. შემდეგ "ჭკუა ისწავლა" - საწოლთან, ტუმბოზე, დღემდე უდევს პატარა „იდეების ბლოკნოტი“, რომელშიც საინტერესო დეტალებსა და ფაბულებს იწერს ხოლმე.

 

"მეცხრე ფლიგელი" - აღწერა: ლუ ფოტოგრაფია. ის სამყაროს კამერის ობიექტივიდან უყურებს. რეალობა ისეთი მოსწონს, როგორიც მის ფოტოებზეა - ფერადი, ლამაზი და განსაკუთრებული, მაგრამ ყველაფერი მაშინ იცვლება, როდესაც ღამის კლუბში იდუმალებით მოცულ მამაკაცს გაიცნობს და აღმოაჩენს, რომ გაუცნობიერებლად ძალიან სახიფათო თამაშში ჩაერთო.საიდუმლოს გაგების სურვილი მას მეცხრე ფლიგელში მიიყვანს...

 

დასწრება თავისუფალია! 

მსგავსი ღონისძიებები
ლამაზი და თანამედროვე მუსიკის კონცერტები, საშობაო და საახალწლო ბაზრობები, მსვლელობები და პერფორმანსები, კინოთეატრი ღია ცის ქვეშ.
სხვა ივენთები
ღონისძიება ბათუმში, სექტორ 26-ში გაიმართება, სხვა დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი!
სხვა ივენთები
საერთაშორისო კონფერენცია  მიზნად ისახავს ევ როკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ელექტრონული მმართველობის სფეროში სამომავლო  თანამშრომლობასთან ერთად საერთაშორისო ეფექტური ურთიერთგაცვლითი ქსელის ჩამოყალ იბებას
სხვა ივენთები
ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორი", გამარჯვებული რომანი.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები