თემურ ბაბლუანის რომანის - "მზე, მთვარე და პურის ყანა" პრეზენტაცია

  23 მარტს, 19:30 საათზე, ეზო • ezo-ში, თემურ ბაბლუანის რომანის-"მზე, მთვარე და პურის ყანა" (მანუშაკა მელოდება) პრეზენტაცია გაიმართება.

 

  ძალიან რთულია, დაამტკიცო შენი უდანაშაულობა, როცა კრიმინალები მოკვლით გემუქრებიან, პროკურატურისთვის მთავარია, საქმე გახსნილად გამოაცხადოს, „გამოვლენილი დამნაშავე“ გააციმბიროს ან თუნდაც დახვრიტოს. კიდევ უფრო რთულია, ნახევარი ცხოვრება სხვის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო გაატარო ციხეში, სადაც შეიძლება ჭლექმა მოგიღოს ბოლო, თუ ვინმეს თვალში არ მოუხვედი, სიცოცხლეს გამოგასალმოს ან სულაც უბრალოდ ჭკუიდან შეიშალო. დიახ, რთულია. თუმცა ამ ყველაფრის გაძლება და მასთან ბრძოლაც კი შეიძლება, როცა იცი, რომ შენს დაბრუნებას ვიღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ადამიანი ელოდება.

 

 ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

 მოდერატორი: თინა მამულაშვილი

მსგავსი ღონისძიებები
უკვე 10 წელია ის მსოფლიო ეკონომიკაში სხვადასხვა მოვლენაზე აკეთებს პროგნოზს. ტალები იყო რისკების ანალიტიკოსი ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე და საკუთარ "ჰეჯ-ფონდს" უძღვებოდა.
სხვა ივენთები
გუგენჰაიმის მუზეუმი ესპანეთში, ბასკეთის დედაქალაქ ბილბაოში მდებარეობს.
სხვა ივენთები
სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტის - „ბილტმორის აკადემიის“ ფარგლებში ლექციების კურსს აგრძელებს. პროექტი „ბილტმორ თბილისის“, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და მოძრაობა “ეკვილიბრიუმის“ ორგანიზებით ტარდება.
სხვა ივენთები
ფილტვის კიბო, ავტოავარია და მილიონობით საბრალო ალკოჰოლიკი იმაზე უფრო დიდი ფაქტია, ვიდრე დანტეს დროს ჯოჯოხეთის არსებობა იყო.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები