კამერული მუსიკის რიგით XIII ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება

       5 ნოემბერს, 19:00 საათზე კონსერვატორიის მცირე დარბაზში თბილისის კამერული მუსიკის რიგით XIII ფესტივალი ჩატარდება

 

       ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ: ოთარ ჩუბინიშვილი (ჩელო), ნოდარ ჟვანია (ალტი), მანანა ქანთარია (ვიოლინო). ასევე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტები:სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ელისო ბაბუაძე (ჩელო), თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეები:  ანასტასია აღლაძე (ვიოლინო), გიორგი გიგაშვილი (ფორტეპიანო), დავით ხრიკული (ფორტეპიანო), ანა ჭანია (ვიოლინო). 

 

         ფესტივალის პროგრამაშია: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოჰანეს ბრამსის და ახალგაზრდა ქართველი პიანისტის სანდრო ნებიერიძის ნაწარმოებები

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
უკვე მეორე წელია, რაც Jazz and Wine Kakheti-ის ფესტივალი კახეთში ლოპოტას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, კერძოდ სასტუმრო „Lopota Lake Resort & Spa"- ში.
ფესტივალი
ფესტივალის მეორე დღის ჰედლაინერები ბრიტანელი მუსიკოსი, ტრიფ-ჰოფ მუსიკის  ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა - Tricky და გერმანელი დიჯეები და პროდიუსერები, Ben Klock და Marcel Dettmann იქნებიან.
ფესტივალი
ფესტივალი Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება და მის ორგანიზებაში სერბული EXIT ფესტივალიც არის ჩართული.
ფესტივალი
2 ოქტომბერს აქტუალური მუსიკის ფესტივალი თბილისის სახელწმიფო კონსერვატორიაში ჩატარდება
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები