"კატარინა ბლუმის შელახული ღირსება" - მარჯანიშვილის თეატრი

მიხეილ ჩარკვიანის სპექტაკლი, ერთგვარი პერფორმანსია პირადი ცხოვრების თვალთვალის შესახებ. სპექტაკლის მსვლელობისას, 7 ახალგაზრდა მსახიობი, მაყურებელთან ერთად აკვირდება ამ ფენომენს, და იმას, თუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას.

„...სატელეფონო მოსმენა, ფარული ვიდეოჩანაწერები, თვალთვალი და მსგავსი საშუალებები, რა თქმა უნდა, გამოძიებას ეხმარება, მაგრამ თუ საგამომძიებლო დაწესებულების მიერ შესაბამისი უფლება არაა გაცემული, მაშინ ამ მასალას არა თუ ვერ გამოიყენებ, არამედ, წესით უნდა დამალო კიდეც მისი არსებობა. არსებობს ცნება - პირადი ცხოვრება, რომელსაც საღვრები ნამდვილად აქვს, ყოველ შემთხვევაში უნდა ჰქონდეს და ისეთივე მყარი როგორიც სახელმწიფოს.“

„...რამდენიმე დღის წინ მე და ჩემი მეგობარი ქუჩაში ვსეირნობდით, რაღაცაზე ვლაპარაკობდით, არ მახსოვს რაზე. მკითხა, იცი რა განსხვავებაა დღევანდელი პოლიტიკური მართვის მექანიზმსა და შუა საუკუნეების დროინდელს შორისო? და პასუხიც მიაყოლა - ტექნიკური შესაძლებლობებიო. დაკონკრეტება ვთხოვე. ჰოდა ასე მითხრა: შუა საუკუნეებში ღმერთი ზემოდან დაგვყურებდა, თეთრი წვერი ჰქონდა და საჭიროებისამებრ გვსჯიდა ან წყალობას გვაძლევდა. ხომ გახსოვს ფრესკებზე, ყოვლისმხედველი თვალი, დღეს ეგ ღმერთი კედელზე, ჭერთან ახლოს, კუთხეშია მიმაგრებული და ვიდეო კამერა ჰქვია.“

მსგავსი ღონისძიებები
ასტრიდ ლინდგრენის ლეგენდარული ტრილოგიის მესამე ნაწილი
თეატრი
ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა თვითფრინავი გაიტაცეს, რათა გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან.
თეატრი
სკოლის დამთავრებიდან 15 წლის შემდეგ კლასელები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. დროს უნდა მოეშუშებინა ძველი ჭრილობები, მაგრამ აქ, მათ საკლასო ოთახში ეს შეუძლებელია.
თეატრი
2 დეკემბერს, ზურაბ გეწაძის შვიდი პატარა პიესა თუმანიშილის თეატრში გაიმართება.
თეატრი
კვირის ღონისძიებები