5 დეკემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia-ში საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაცია "შერიგების რესურსების" (Conciliation Resources) პროექტის "პროგრესის ენა - მშვიდობა დიალოგშია!" ფარგლებში გაიმართება კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია "ახალგაზრდები, მშვიდობა და უსაფრთხოება".
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2250 (UNSCR 2250) არის პირველი რეზოლუცია ახალგაზრდებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. მიღებულია გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ 2015 წელს. რეზოლუცია ხაზს უსვამს ახალგაზრდების მნიშვნელობას, და მოიაზრებს მათ როგორც ცვლილების აგენტებად მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და ხელშეწყობის უზრუნველყოფაში.
შერიგების რესურსები დამოუკიდებელი, საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მუშაობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობასთან რათა უზრუნველყოს ძალადობის პრევენცია, კონფლიქტების მოგვარება და მშვიდობიანი საზოგადოებების ხელშეწყობა. ამრიგად, შერიგების რესურსები მუშაობს ახალგაზრდებთან მთელ მსოფლიოში - მათ შორის ქართულ-აფხაზურ კონტექსტშიც - მხარს უჭერს მათ გრძელვადიანი, მდგრადი მშვიდობის მშენებლობის მიღწევაში. შერიგების რესურსები გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მიწვეულ იქნა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 2250-ის პროგრესის ანგარიშის შემუშავებაში მონაწილეობის მისაღებად.
მომხსენებლები:ელიკო ბენდელიანი - მკვლევარი, სამოქალაქო აქტივისტი.ენდრიუ ნეზერქოთი - შერიგების რესურსების პროგრამების მენეჯერი კავკასიაში. მას აქვს სამუშაო გამოცდილება მიღებული სამხრეთ და ცენტრალურ აფრიკაში, პაკისტანში, უკრაინასა და ავღანეთში. მოდერატორი: სალომე ადამია - პროექტის "პროგრესის ენა - მშვიდობა დიალოგშია!" მენეჯერი.
პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის მთავრობის, კონფლიქტების, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მხარდაჭერით.
პროექტის "პროგრესის ენა - მშვიდობა დიალოგშია!" ფარგლებში საჯარო ლექციები და დისკუსიები დაგეგმილია ყოველთვიურად. მსმენელები, რომლებიც დაესწრებიან ლექციების უმრავლესობას, მიიღებენ სერთიფიკატს.
✔ დასწრება თავისუფალია !