30 მარტს კლუბში KHIDI გაიმართება პირველი ღამე SIGHA-ს კურატორობით, რომლის ფარგლებშიც მასთან ერთად დაუკრავენ MARCO SHUTTLE და LEIRAS.
Sigha - ბრიტანელი JAMES SHAW-ს ტექნო პროექტი, რომელიც ელექტრონულ ინდუსტრიაში ახალ ხედვასთან ასოცირდება და უნიკალური ჟღერადობით გამოირჩევა. მის რილიზებს JAMES RUSKIN-ის ლეიბლ BLUEPRINT RECORDS-სა და საკუთარ OUR CIRCULA SOUND-ზე დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა მოჰყვა მსოფლიო მასშტაბით. SIGHA-ს სადებიუტო ალბომი "Living With Ghosts" ლეიბლ HOTFLUSH RECORDINGS-ზე 2013 წელს გამოიცა.ასევე აქვს ერთობლივი პროექტი "A MODEL AUTHORITY" SHIFTED-თან.
Marco Shuttle - იგივე MARCO SARTORELLI, ლონდონში მოღვაწე იტალიელი პროდიუსერი, დიჯეი და ლეიბლ Eerie records-ის დამაარსებელი. მისი სადებიუტო რელიზი 2007 წელს გამოიცა და მას შემდეგ 12 EP და 2 ალბომი გამოაქვეყნა, რომელთა შორის გამორჩეული ნამუშევრებია DONATO DOZZY-სა და NEEL-ის ლეიბლ SPAZIO DISPONSIBILE-ზე გამოცემული LP და EP, აგრეთვე ჰოლანდიურ CLONE RECORDS-სა და THE BUNKER NEW YORK-ზე გამოქვეყნებული რელიზები.
Leiras - ესპანელი MARCOS LEIRAS-ის ჰიპნოტური ტექნო პროექტი, რომელიც სცენაზე 2014 წელს გამოჩნდა. რამდენიმე სასცენო იმიჯის გამოცვლის შემდეგ მან საბოლოოდ იპოვა მისთვის იდეალური მიმართულება და ახალ პროექტთან ერთად შექმნა საკუთარი ლეიბლი OWNLIFE, რომელიც დღემდე მის მთავარ მუსიკალურ პლატფორმად რჩება. 2017 წელს სწორედ ამ ლეიბლზე გამოსცა სადებიუტო LP “A Prison Of Predictions”.
A. Tabukashvili - ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი პიონერის აჩი თაბუკაშვილის პროექტი. იგი ასევე არის KHIDI-ს რეზიდენტი პროექტების: Vulkanski-ს ავტორი და Greenbeam & Leon-ის წევრი (Boyd Schidt-თან ერთად).
Kozmana - იგივე სანდრო კოზმანაშვილი, ქართველი დიჯეი, პროდიუსერი და 2014 წლის ELECTRONAUTS-ის მთავარი ჯილდოს, "წლის ელექტრონავტი"-ს მფლობელი. იგი არის ქართველ არტისტთა გაერთიანება 11TH-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, პროექტების: 3 SULI, SOULVENT და OCTACHORON-ის წევრი. ასევე არის პროექტ Hanker-ის ავტორი და ამავე სახელწოდების ლეიბლის დამაარსებელი. მისი სეტები გამოირჩევა განსაკუთრებული დინამიურობით.