ბროდსკი/ბარიშნიკოვი - ასე ჰქვია წარმოდგენას რომელიც 14, 15 და 16 სექტემბერს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება. სპექტაკლში მხოლოდ ერთი მსახიობი მონაწილეობს: მიხაილ ბარიშნიკოვი, ლეგენდარული ბალეტმეისტერი, ბალერონი და მსახიობია. მიხაილი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს საბალეტო არტისტად მიიჩნევა.
მისი პლასტიკა მაყურებელს ფანტასტიკურ შეგრძნებებს უტოვებს. იგი 1974 წლიდან ამერიკის საბალეტო დასის წევრი იყო, ხოლო 1980-1989 წლებში მისი ხელმძღვანელი გახლდათ. სპექტაკლზე იგი რუსი, ამერიკელი პოეტის და ნობელის პრემიის ლაურეატის იოსებ ბროდსკის ემოციურ და ლამაზ ლექსებს წაიკითხავს.
პროექტს მართავს Baryshnikov Productions, ჰონგ ჰონგი.