ლეგენდარული თურქული ანსამბლი „ანატოლიის ცეცხლი“ საქართველოში გასტროლებს გამართავს

2017 წლის მიწურულს ლეგენდარული თურქული ანსამბლი „ანატოლიის ცეცხლი“ (Anadolu Ateşi) საქართველოში ჩამოდის. ცეცხლოვანი შოუ 13-14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში და 16-17 დეკემბერს თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ჯგუფი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 120 მოცეკვავეს აერთიანებს. პროექტი მოიცავს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

აღსანიშნავია, რომ ანსამბლი ორჯერ არის შესული გინესი სარეკორდო წიგნში.. „ანატოლიის ცეცხლი“ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სცენებსა და არენებზე იყო წარმოდგენილი. კონცერტები მსოფლიოს 97 ქვეყანაში გაიმართა და დღემდე მათი შოუ 40 მილიონმა მაყურებელმა ნახა.

ბილეთები უკვე იყიდება TKT.GE- ზე და მათი ფასი 30 და 40 ლარია.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
00:00 საათზე ივენთს გააგრძელებს  Jam Sossion Dj მიშო ურუშაძე .
კონცერტი
"15 მაისი ჩემთვის ნატვრის ახდენის დღეა, ჩვენ ვუკრავთ თქვენთვის იგორ სტრავინსკის რევოლუციურ და გენიალურ „კურთხეულ გაზაფხულს."
კონცერტი
23 დეკემბერს  საახალწლო ზეიმი, ნაძვის ხე  და ბევრი სპორტული თამაში გელოდებათ ქიდს არენაში.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები