14 დეკემბერს ლეგენდარული რუსი როკ მუსიკოსის ვიქტორ ცოის სიმღერები "ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში" შესრულდება. ცოი ცნობილია, როგორც რუსული პოსტ პანკის და გოთური როკის გამავრცელებელი და შემქმნელი. იგი ჯგუფ "კინოს" გიტარისტი, ვოკალისტი და კომპოზიტორი იყო. ვიქტორი ცოი 1990 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. იგი ცნობილი იყო მისი ანტიპოლიტიკური და პროტესტული მუსიკით.
ცოის სიმღერებს მისი ერთადერთი Tribute ჯგუფი "ვიქტორი" შეასრულებს. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.