Fabrizio Lapiana - ლეიბლ Attic Music-ის დამფუძნებელი და იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი გამეორჩეული ფიგურა. კარიერა დაიწყო რომში, 1994 წელს. მასზე ზეგავლენა მოახდინა, როგორც რომის და დეტროიტის 90-იანების ჟღერადობამ, ასევე ელექტრონული მუსიკის პირველმა ევროპელმა პიონერებმა.ლეიბლ Attic Music-ზე, რომელიც 2008 წელს დააარსა, Fabrizio-მ მეტი მრავალფეროვნება შესძინა საკუთარ ჟღერადობას. გარდა ჩვეული ღრმა ესთეტიკისა, მან მსმენელს საკუთარი მუსიკის ემბიენტ მხარეც წარუდგინა. ხაზგასასმელია მისი ნამუშევრები, გამოცემული Max_M-ის ლეგენდარულ ლეიბლ M_REC LTD-ზე, რომლებმაც ტექნო მუსიკის მიმართ, Lapiana-ს ყველაზე ემოციური შეხედულებები გამოაჩინა.მისი შესრულებები რომში, ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებსა დაკლუბებში, არის გზა რომლითაც Fabrizio მისთვის აქტუალურ მუსიკას წარმოაჩენს.
Alfredo Mazzilli - არტისტი იტალიიდან, რომელმაც მუსიკის შექმნა ადრეულ ასაკში დაიწყო. თავდაპირველად იგი გიტარამ, მოგვიანებით კი ელექტრონულმა მუსიკამ გაიტაცა. მასზე, როგორც მუსიკოსზე გავლენა მოახდინეს ისეთმა არტისტებმა, როგორიცაა: Donato Dozzy, Aphex Twin,Sandwell District, Dino Sabatini, Substance aka DJ Pete და სხვა. Alfredo-ს მუსიკალური სტილი მრავალფეროვანია, მაგრამ ძირითადად ორიენტირებულია ემბიენტ და დიფ ტექნოზე.2015 წელს Mazzilli-მ პირველი EP “Voices from the Narrow Ways” ლეიბლPlanet Rhythm გამოაქვეყნა, რომელსაც მოგვიანებით მეორე EP “Pensiero" ლეიბლზე Truth or Consequences მოჰყვა. მისი ნამუშევრები ასევე გამოცემულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Weekend Circuit, Edit Select Records, Lanthan.audio და ა.შ.
Judas aka JUDAΣ - ბერლინელი არტისტი, რომელიც მძიმე ინდუსტრიული ჟღერადობით გამოირჩევა. იგი ნამუშევრებს თავისივე ლეიბლ Judas Records-ზე, Arts Collective-სა და Artscore-ზე (ARTS-ის სუბლეიბლები) აქვეყნებს.
Baltra - G2-ის რეზიდენტი ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში გახდა პოპულარული, ნამუშევარი "Fade Away"-ს მეშვეობით. მისი პირველი რელიზი 2014 წელს ამერიკულ ლეიბლ Safer At Night-ზე გამოიცა, რომელიც ტექ ჰაუს ჟანრს მიეკუთვნებოდა, ხოლო მისი მომდევნო ნამუშევრები ძირითადად Lo-fi და Deep House ჟღერადობაზეა ორიენტირებული. სადებიუტო ალბომი "No Regrets", 2017 წელს ლეიბლ Of Paradise-ზე გამოაქვეყნა. Baltra-ს EP-ები ასევე გამოცემულია ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Step (Step Recordings-ის სუბლეიბლი), 96 And Forever Records, Tape Throb Records, IDNK და Lost Palms (Shall Not Fade-ის სუბლეიბლი).
L8 - ქართველი მუსიკოსის ლუკა მეტრეველის პროექტი, რომელიც აერთიანებს ჰაუსისა და ელექტროს მრავალ სუბჟანრსა და ჟღერადობას. მისი ლაივ სეტები გამოირჩევა მრავალფეროვანი და სხარტი შესრულების სტილითა და ვოკალის ლაივ ელემენტებით.