არტჰაუსი წარმოგიდგენთ,12 ივლისს საღამოს 8:30 - ზე მაია ბარათაშვილის საიუბილეო კონცერტის გაგრძელებას ექსკლუზიურად პუბლიკაში.
25 წელი სცენაზე!
კონცერტში მონაწილეობენ :
ვოკალი-მაია ბარათაშვილი გახლავთ საერთაშორისო დონის ვოკალისტი, რომელსაც 25 წლიანი საკონცერტო ბიოგრაფია გააჩნია. მუსიკოსის საგასტროლო გამოსვლების სია მოიცავს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, რუსეთის, ლატვიისა და ლიტვის,სომხეთის, აზერბაიჯანის,ისრაელის, ნორვეგიის, თურქეთის, მონაკოს, რუმინეთისა და აშშ-ს საკონცერტო დარბაზებსა და მოედნებს.
“როდესაც მაია ბარათაშვილი ბგერას იღებს სამყარო იკუმშება“ - ასე შეაფასა ბრიტანელმა კრიტიკოსმა ემი სფერლინგმა მუსიკოსის გამოსვლა სოლო კონცერტზე.
გიორგი მელიქიშვილი - დრამერი/კომპოზიტორი/არანჟირებების ავტორი/გიტარისტი/: როგორც მას გაზეთმა "New York City Jazz Record“ -მა უწოდა „ნიუ იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი“, დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი, arranger-ი და songwriter-ი, ჯორჯ მელიმ პრესტიჟული Berklee College Of Music წარჩინებით დაამთავრების შემდეგ, 2000 წლიდან იგი ნიუ იორკისა და ინტერნაციონალური ჯაზის და კრეტიული მუსიკის განუყოფელი ნაწილი გახდა.
გიორგი რაქვიაშვილი- ფორტეპიანო საქმიანობაში. გააჩნია მისთვის დამახასიათებელი სტილი და ხელწერა. მუსიკალური მასალის სიღრმისეული ანალიზი, კონტენტის მინიმალისტური და ამავდროულად ვირტუოზული გადმოცემის მანერა ჯაზის ოსტატების დიდ რიგში დამსახურებულად აყენებს მუსიკოსს. ის აქტიურად თანამშრომლობს როგორც ქართველ ასევე უცხოელ მუსიკოსებთან.
გიორგი სამსონაძე კონტრაბასი მრავალი წელი არის საქართველოში პოპულარული ბლუზ ბენდის "ვაკის პარკის" ბასისტი. მრავალი წელია არის თბილისის მუნიციპალური საკონცერტო ორკესტრის (თბილისის ბიგბენდის) უცვლევლი წევრი (ბას გიტარა).
მაგიდის რეზერვაციისთვის დარეკეთ: +995 544 44 45 44