სპეკტაკლი "ბაკულას ღორები" გიზო ჟორდანიას ხსოვნას ეძღვნება. ლევან წულაძისა და ანა ცუცქირიძის რეჟისორობით მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება.
მეოცე საუკუნის ოციანი წლებია… ცოტა ხნის წინ პირველი მსოფლიო ომი დასრულდა, დაიშალა ხუთი იმპერია, პატარა საქართველო ისტორიის გასაყარზეა - არავინ იცის, მომავალში რა ელის… საით წავა… რუსეთის იმპერია წარსულია, აწმყო მყოფე დამოუკიდებლობაზე დგას, ხოლო მომავალი ბურუსითაა მოცული…
საქართველო კუნძულივითაა, რომელიც დაშლილ იმპერიებს შორის მოქცეულა…დავით კლდიაშვილის შემცბარი და უხმაურო გმირები თავიანთი პატარა ეზოებისა და სახლების გადარჩენას თუ შენარჩუნებას ცდილობენ, რადგან დრო და დრო მეზობლის ღორები ანადგურებენ მათ მწირ მოსავალს… ამბობენ, რომ ეს ბაკულას ღორებია… მაგრამ ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ უხილავი ბაკულას მშიერი ღორები ქმნიდნენ ამხელა ხმაურს?ისტორიაში თითქოსდა უმწეოდ გამოკიდებულ პატარა სივრცეს - გალაკტიონ ხოსოლიანის ბევჯერ გადაჯეგილ და ისევ აღდგენილ ეზოს ყველა მხრიდან უტევენ ახლებური შინაურ-გარეული არსებები… - ლაშა ბუღაძე