ზღაპარი მოგვითხრობს თაგვების ორ ოჯახზე რომლებიც ერთმანეთს მყუდრო საცხოვრებელი ადგილისათვის ექიშპებიან, წარმოდგენა ერთგვარად იმეორებს შექსპირის ცნობილი ტრაგედიის, „რომეოსა და ჯულიეტას“ სიუჟეტს, თუმცა ამ შემთხვევაში, ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს.
კეთილი ზღაპარის საშუალებით თეატრი ბავშვებს საკმაოდ სერიოზულსა და მნიშვნელოვან თემებზე ესაუბრება, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ღირსება ცხოვრებაში თუნდაც უამრავი დაბრკოლება გადაგვეღობოს წინ, როგორ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სიყვარულისა და მეგობრობისათვის და სასწაული ჩვენივე ხელით შევქმნათ.
ხანგრძლივობა 50 წუთი