რეჟისორ გიორგი თავაძეს სპექტაკლში შემოყავს ხანდაზმული ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟი, რომელიც იხსენებს საკუთარ ბავშვობას. მოგვითხრობს მხიარულ და ონავარ გოგონაზე, რომელიც ვილა „ყიყლიყოში“ საყვარელ მაიმუნთან და ცხენთან ერთად ცხოვრობდა. ჟღალ კიკინებიანი, მოცინარი თვალების, ჭორფლიანი სახისა და კეთილი გულის გოგონა სპექტაკლის მთავარი გმირია. თუმცა, მასაც აქვს ნაკლი, ფეთხუმი, მსუნაგი და ცრუპენტელაა, სამაგიეროდ სამართლიანია. რა ვუყოთ, რომ უფროსებს მისი არ ესმით?! პოლიციელებს , მასწავლებელს, ცირკის დირექტორსა და მისის უახლოესი მეგობრების დედასაც კი პეპის „ გამოსწორება“ სურთ. ამიტომაც პეპის ყველაზე მეტად არ უნდა გაიზარდოს.
ხანგრძლივობა 130 წუთი